ქათმის ფილე ღვინითა და ტარხუნით

ქათმის ფილე ღვინითა და ტარხუნით

ინგრედიენტები

ქათმის ფილე - 4 ცალი

სოკო - 200 გ

ნიორი - 1 კბილი

დიჟონის მდოგვი - 2 ჩ.კ

ხახვი - 1 თავი

ტარხუნა - 2-3 ღერო, მხოლოდ ფოთლები

თეთრი ღვინო - 400 მლ

მომზადების წესები

ტაფაზე გააცხელეთ ცოტაოდენი ზეითუნის ზეთი და შეწვით ქათმის ფილე, კანიანი მხრიდან ქვემოთ. რომ დაიბრაწება გადმოიღეთ და იგივე ტაფაში შეწვით დაჭრილი სოკო. დაამატეთ დაჭრილი ხახვი და ნიორი, განაგრძეთ შუშვა.

შემდეგ დაამატეთ მდოგვი, დაჭრილი ტარხუნა, ღვინო. წამოადუღეთ 2 წუთით. ჩააბრუნეთ ქათმის ხორცი ტაფაში, დააფარეთ თავზე და შუშეთ 6-7 წუთი. შემდეგ თავსახურის გარეშე კიდევ 10 წუთი.

მზა კერძს დაამატეთ მარილი, პილპილი და ნედლი ტარხუნა.