ინგრედიენტები:
ფქვილი - 200 გ
ვანილი
ვაშლი - 2 ცალი, საშუალო ზომის
სოდა - 1/2 ჩ.კ
შაქარი - 1 ს.კ ან გემოვნებით
ზეთი - 1.5 ს.კ
ვაშლის წვენი (ან წყალი, წყალი+მურაბის წვენი) - 250 მლ
ფორთოხლის ან ლიმონის ცედრა
მომზადების წესები
ვაშლი გათალეთ და მსხვილ სახეხზე გახეხეთ ან წვრილ კუბებად დაჭერით.
დაამატეთ წვენი, ზეთი, მწიკვი მარილი, შაქარი, სოდა, ბოლოს კი ფქვილი. თუ დრო გაქვთ, ცომი 10 წუთით დაასვენეთ, უფრო გემრიელი და ფუმფულა ბლინები გამოვა. თუ დრო არ გაქვთ მაშინვე შეგიძლიათ დაიწყოთ ცხობა.
გამოაცხვეთ ზეთიან ტაფაზე ორივე მხრიდან, საშუალო ცეცხლზე.
გახეხილი ვაშლით ოლადები უფრო თხელი გამოდის, წვრილ კუბებად დაჭრილით კი უფრო ფუმფულა.
თუ ცომს წვენით გააკეთებთ, შაქარი, შესაძლოა, აღარც დასჭირდეს.
წვენი ან წყალი შეიძლება ჩაანაცვლოთ ე.წ. შვრიის რძით. ამისთვის 1 ჭიქა შვრიას დაასხით 3 ჭიქა წყალი და დატოვეთ 1 ღამე. დილით დააბლენდერეთ და გაწურეთ. მიიღებთ ძალიან სასარგებლო "რძეს", რომელიც კარგი ალტერნატივაა მარხვის დროს.