შეთანხმება შედგა - 120/30 - ოპოზიცია და უმრავლესობა საარჩევნო მანდატების გადანაწილების პრინციპზე შეთანხმდნენ. ამასთან, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები 1%-იანი ბარიერით ჩატარდება. შეთანხმება შედგა „პოლიტიკური დევნის“ საკითხთან დაკავშირებითაც. პარლამენტის თავმჯდომარის, არჩილ თალაკვაძის განაცხადებით, ყველა სამართალწარმოება არჩევნებამდე უნდა იყოს განხორციელებული ისე, რომ კითხვები არ გაჩნდეს.
როგორც შეხვედრის მონაწილეები აცხადებენ, ერთპროცენტიან საარჩევნო და 40-პროცენტიან უმრავლესობის დასაკომპლექტებელ ბარიერზე შეთანხმდნენ. კერძოდ, პარტიას, რომელიც არჩევნებში 40 პროცენტზე ნაკლებ მხარდაჭერას მიიღებს, მოგების შემთხვევაშიც, არ ექნება შესაძლებლობა, მთავრობა სრულად დააკომპლექტოს. საარჩევნო სისტემის თაობაზე მემორანდუმი გაფორმდა და მას ყველა მონაწილემ მოაწერა ხელი.
დიპლომატების მონაწილეობით მმართველ გუნდსა და ოპოზიციას შორის საარჩევნო სისტემაზე მიღწეული შეთანხმების შესაბამისი საკანონმდებლო ინიციატივა საქართველოს პარლამენტის ბიუროს ოთხშაბათს წარედგინება. უმრავლესობის წევრის, მამუკა მდინარაძის განცხადებით, საკონსტიტუციო ცვლილებებზე მსჯელობა ბიუროს ხვალინდელ სხდომაზე ვერ მოხდება, რადგან შეთანხმების შესაბამისი საკანონმდებლო ინიციატივა უახლოეს ორ დღეში უნდა მომზადდეს.
„ჩვენ ბოლო ვადად გვაქვს გამოცხადებული 9 მარტი, იქიდან გამომდინარე, რომ შეთანხმება უნდა მოგვესწრო, რათა ეს შეთანხმება შემდეგ შესაბამის ინიციატივაში ასახულიყო და ოთხშაბათამდე უნდა დარეგისტრირდეს. ჩვენ გვაქვს ორი დღე, ორშაბათი და სამშაბათი, რათა ოთხშაბათის ბიუროზე უკვე გავიდეს და ამის შემდეგ წავიდეს შესაბამისი პროცედურები, რომლებიც უზრუნველყოფენ ამ შეთანხმების ასახვას ცვლილებების შესაბამის ინიციატივაში, რომელიც საბოლოო ჯამში საყოველთაო სახალხო განხილვებზე გავა“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.
თბილისის მერის, კახა კალაძის განცხადებით, მმართველმა გუნდმა კიდევ ერთხელ დაუმტკიცა ყველას, რომ საარჩევნო სისტემები არ და ვერ იგებს არჩევნებს, არჩევნებს იგებს საზოგადოების, ხალხის მხარდაჭერა, რომელიც კალაძის განცხადებით, გააჩნია „ქართულ ოცნებას“. ამასთან, თბილისის მერი ამბობს, რომ საარჩევნო საკითხზე მიღწეული შეთანხმება ძალიან მნიშვნელოვანია, პირველ რიგში, ქვეყნისთვის და გაუგებარი იყო ოპოზიციის წარმომადგენელთა განცხადებები პოლიტპატიმრებთან დაკავშირებით, რადგან ქვეყანაში პოლიტპატიმრები არ არიან.
„ჩვენ გვყავს კრიმინალები, რომლებსაც კონკრეტული დანაშაულები მიუძღვით და ამ დანაშაულებისთვის იხდიან სასჯელს. ალბათ, თქვენ წერილიც წაიკითხეთ აშშ-ის საელჩოსი, რომელიც გამოქვეყნდა ცოტა ხნის წინ. იქ საერთოდ არ არის საუბარი პოლიტპატიმრებზე. მინდა, ვისარგებლო შემთხვევით და მადლობა გადავუხადო დიპლომატიურ კორპუსს, განსაკუთრებული მადლობა მინდა გადავუხადო აშშ-ის ელჩს, ქალბატონ კელი დეგნანს ამ ჩართულობისთვის. დიდი ხნის განმავლობაში მიდიოდა საუბარი საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით, თუმცა დღეს მოხდა შეთანხმება.
ჩვენ ვვარაუდობდით, ამასთან დაკავშირებით რამდენიმე დღის წინაც ვისაუბრე და გავაკეთე განცხადებები. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მოხდა საარჩევნო სისტემაზე შეთანხმება, თუ როგორი წესით ჩატარდება 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები და კიდევ ერთხელ დავუმტკიცებთ ყველას, რომ საარჩევნო სისტემები არ და ვერ იგებს არჩევნებს“, – განაცხადა კახა კალაძემ.
საარჩევნო სისტემაზე ოპოზიციასა და მმართველ პარტიას შორის შეთანხმება, „ლელო საქართველოსთვის“ წარმომადგენლის დავით უსუფაშვილის განცხადებით, არ არის არავის გამარჯვება და დამარცხება. მისი თქმით, გამარჯვებულებს და დამარცხებულებს ოქტომბერში დაითვლიან. როგორც უსუფაშვილი აცხადებს, დაახლოებით ორთვენახევარი დასჭირდება საკონსტიტუციო ცვლილებების კონსტიტუციად ქცევად, პარალელურად კი ბევრი სამუშაოა ჩასატარებელი.
„ხელი მოეწერა მემორანდუმს, რომელიც გულისხმობს იმას, რომ სამართალდამცავი სისტემის გამოყენებით, პოლიტიკური მოტივით პოლიტიკური ოპონენტების დევნა დაუშვებელი იქნება. საარჩევნო სისტემის თაობაზე შეთანხმება მიღწეულია, საარჩევნო სისტემის თაობაზე შეთანხმებას ხელი მოაწერა ყველა პარტიამ, ვინც იყო აქ წარმოდგენილი. ეს არის ტექსტი, რომელიც აისახება და მომავალ კვირას უკვე პარლამენტში შევა დადგენილი წესით.
გარდა ამისა, ხელი მოეწერა მემორანდუმს, რომ განსაკუთრებით ყურადღებაა მისაქცევი მართლმსაჯულების და სამართალდამცავი სისტემის მხრიდან საარჩევნო წესის, კანონის დაცვის თაობაზე, რომ გამოირიცხოს პოლიტიკური მოტივებით ვინმეს დევნა ან დევნილი პირების საქმეების ამ თვალით შეხედვა და გადახედვა. კონკრეტულ გვარებზე და სახელებზე აქ საუბარი არ არის. მემორანდუმი ეხება პრინციპს და ამ პრინციპის შესაბამისად, ყველა კონკრეტული საკითხი, კონკრეტული გვარისა და კონკრეტული საქმის ბედი გადაწყდება შემდგომში ამ პროცესში“, – აღნიშნა დავით უსუფაშვილმა.
დამოუკიდებელი დეპუტატის, თამარ ჩუგოშვილის განცხადებით, საარჩევნო სისტემის თაობაზე ასეთი მნიშვნელოვანი შედეგის მიღწევის მოლოდინი არ ჰქონდა. ჟურნალისტებთან საუბარში ჩუგოშვილმა სამი კომპონენტისგან შემდგარი შეთანხმების დეტალებზე ისაუბრა.
„მნიშვნელოვანი რამ მოხდა. რომ არ მოგატყუოთ, არ ველოდი, თუ ასეთი მნიშვნელოვანი შედეგი იქნებოდა მიღწეული. სამი ძალიან მნიშველოვანი კომპონენტისგან შედგება ეს შეთანხება, რასაც თანხმდება ფაქტობრივად ყველა პოლიტიკური ძალა, რომელიც მონაწილეობდა ამ შეხვედრებში.
ეს არის შემდეგი პროპორცია – 120/30–ზე ერთპროცენტიანი ბარიერი და პრინციპი, რომ პარტია, რომელიც ვერ იღებს 40 პროცენტს, ვერ აკომპლექტებს მთავრობას. გარდა ამისა, არის ძალიან მნიშვნელოვანი მეორე თემა, რომელიც ეხება სამართლიანი სასამართლოს თემას, მართლმსაჯულების საკითხებსა და იმ საქმეებს, რომლებიც ამ პროცესში არის ძალიან მნიშვნელოვანი“, – განაცხადა თამარ ჩუგოშვილმა.
გიგა ბოკერიას განცხადებით, ახლა მთავარია, შეთანხმება შესრულდეს, ეს არის კარგი შედეგი ქვეყნისთვის იმ კრიზისის ფონზე, რომელიც იყო შექმნილი. როგორც „ევროპული საქართველოს“ წევრი აცხადებს, ორივე საკითხზე, რომლებიც აუცილებელი იყო და არის იმისთვის, რომ განიმუხტოს ვითარება და ქვეყანაში ჩატარდეს შედარებით ნორმალური ან მთლიანად ნორმალური საარჩევნო კამპანია და არჩევნები, არის მიღწეული შეთანხმება.
„ერთი საკითხი არის საარჩევნო სისტემის საკითხი. ცალკე დოკუმენტად შედგა შეთანხმება. ცალკე შედგა შეთანხმება მემორანდუმზე იმ საკითხთან დაკავშირებით, რომელიც ოპოზიციისთვის იყო უმნიშვნელოვანესი. ჩვენ გვესმის, რომ სამთავრობო გუნდისთვის სხვა შეხედულება არსებობს, პოლიტპატიმრებს არ ეძახიან, მაგრამ ამ შემთხვევაში ამას ჩვენთვის მნიშვნელობა არ აქვს.
ჩვენთვის მნიშვნელობა აქვს შედეგს. შედგა შეთანხმება, რომ ეს საკითხები უნდა გადაიჭრას ისე, რომ არც ერთ მხარეს აღარ ჰქონდეს პრობლემა ვითარებასთან დაკავშირებით, რაც გულისხმობს, რა თქმა უნდა, ყველა ამ პირის გათავისუფლებას პატიმრობიდან.
ამ ორი პუნქტის შესრულება ნიშნავს საქართველოში ნორმალური ან არსებითად შედარებით ნორმალური საარჩევნო კამპანიის ჩატარებას და საფრთხეების მნიშვნელოვანი ნაწილის აცილებას ჩვენი ქვეყნისთვის. ეს არის კარგი შედეგი ქვეყნისთვის იმ კრიზისის ფონზე, რომელიც იყო შექმნილი აქამდე. დღევანდელი შეხვედრა არ იყო მოწადინებული იმისთვის, რომ ვინმემ ვინმეზე თავდასხმისთვის გამოიყენოს“, – განაცხადა გიგა ბოკერიამ.
ნინო ბურჯანაძის განცხადებით, მნიშვნელოვანი იყო პოზიტივი, რომელიც ბოლო პერიოდში ხელისუფლებამ გამოავლინა, რაც მისი თქმით, მომავალი ნორმალიზების საფუძველი იქნება. „დემოკრატიული მოძრაობის ლიდერის განცხადებით, 120/30–ზე მოდელი არის მაქსიმალური და უპრეცედენტო შედეგი, რისი მიღწევაც ამ ვითარებაში შეიძლებოდა.
„ოპოზიციის კონსტრუქციული პოზიციის გარდა, მნიშვნელოვანია ის პოზიტივი, რომელიც ხელისუფლებამ ბოლო პერიოდში გამოავლინა. ძალიან მნიშვნელოვანია ის, რომ შეთანხმება შედგა 120/30-ზე. მე ვთვლი, რომ ეს არის მართლაც მაქსიმუმი კომპრომისი რისი მიღწევაც ამ ვითარებაში შეიძლებოდა. რა თქმა უნდა, ეს არ არის ისე კარგი, როგორიც იყო სრულად პროპორციული სისტემა, მაგრამ გაცილებით უკეთესია სხვა დანარჩენ შემოთავაზებულ მოდელებზე. ასევე შეიცვალა ბარიერი, 3%–იანი ბარიერი ისევ 1%–ზე დავიდა, როგორც ეს იყო პროპორციული არჩევნების მოთხოვნის და დაპირების პერიოდში“, – განაცხადა ნინო ბურჯანაძემ.
„ნაციონალური მოძრაობის“ წევრი, გრიგოლ ვაშაძე აცხადებს, რომ პოლიტპატიმრები გათავისუფლდებიან, შეთანხმება არსებობს, რომ უნდა გამოვიდნენ და ის საქმეები, რომელიც წარმოებულია პოლიტიკური ზეწოლის მიზნით, უნდა შეწყდეს. მისი თქმით, მმართველ გუნდთან მიღწეული შეთანხმების შედეგად, საარჩევნო სისტემა პროპორციულთან მაქსიმალურად იქნება მიახლოებული.
„შეხვედრა საბოლოოა. შემდეგ არაფერი აღარ ჩატარდება. ყველაფერი შეთანხმებულია. პოლიტპატიმრები გათავისუფლდებიან, ყველა პოლიტიკური დევნისთვის, შეთითხნილი საქმეები გაჩერდება. გვარები არ არის ჩაწერილი, მაგრამ შეთანხმება არსებობს, ამის გარანტი არ არის არავინ, ამის გარანტი არიან ჩვენი ფასილიტატორები.
შეთანხმება არსებობს, რომ უნდა გამოვიდნენ და ის საქმეები, რომელიც წარმოებულია პოლიტიკური ზეწოლის მიზნით, უნდა შეწყდეს. ტერმინებზე ნუ ვიდავებთ, ამას შეგიძლიათ დაარქვათ პოლიტპატიმები, შეგიძლიათ დაარქვათ მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის საქმეები, შეგიძლიათ დაარქვათ, რაც გნებავთ, მაგრამ ფაქტი რჩება ფაქტად. გვარების ჩამონათვალი ასჯერ მაქვს გაკეთებული, ყველაფერი იცით. ამის გარეშე შემდეგ ნაბიჯებს არ გადავდგამთ“, – განაცხადა გრიგოლ ვაშაძემ.
ევროკავშირის ელჩის კარლ ჰარცელის შეფასებით, ეს არის დიდი სიკეთე საქართველოს ყველა მოქალაქისთვის, საქართველოსთვის, რომ სიტუაციის დეპოლარიზაცია მოხდა მომავალი არჩევნების კონტექსტში.
„მას შემდეგ, რაც კითხვებს სვამდით მთელი ამ დროის განმავლობაში, ძალიან მსიამოვნებს აღვნიშნო, რომ წარმატებული შედეგი გვაქვს, მივაღწიეთ შეთანხმებას, ყველა მონაწილემ მიაღწია შეთანხმებას, რაც ასახულია ჩვენს განცხადებაში. ეს არის დიდი სიკეთე საქართველოს ყველა მოქალაქისთვის, საქართველოსთვის, რომ მოხდა დეპოლარიზაცია ამ სიტუაციის მომავალი არჩევნების კონტექსტში“, – განაცხადა კარლ ჰარცელმა.
ალბათ ისე გაიტანთ "სახალხო განხილვაზე", როგორც კობახიძის კონსტუტუცია მოგვახვიეთ თავზე
"ოცნების" ყველა წარმომადგენელი კატეგორიულად უარყოფს, თითქოს "პოლიტპატიმრების" საკითხიც შევიდა ამ საარჩევნო შეთანხმებაში.
თქვენ კი ისევ ციტირებთ ცრუპენტელა გრიგოლ ვაშაძის განცხადებას და ავრცელებთ ტყუილს, ვითომ ხელისუფლება დაეთანხმა ოპოზიციას, რომ გაათავისუფლებს ყველა "პოლიტპატიმარს"!..
დალოცვილო, კომენტარი მაინც დაგერთო - ეს არ შეეფერება სიმართლეს და ცრუობს ვაშაძეო!
..გამვლელ გამომვლელი ყველა თავში გვირტყავს
და ამისთვის ვიომეეეთ, განსაკუთრებით ეს ბოლო 37 წელიიიი?????
ეს იყო ჩვენი მიზანიიი---- რომ ერთის ტრაკიდან მეორის... უარეს ტრაკში შევმძვრალიყავიიით??
ძალიან ძალიან დაჩმორებული ხელისუფლება გვყავს.---სიტყვის თქმის(ოდნავი შეპასუხების) ტარკიც კი არა ააქვთ.------ვისაც როგორ და რა პოზაშიც უნდათ, ისე ხმარობენ ამ ჩვენ მთავრობას ეს ჩვენი ,,მეგობარი ქვეყნების,, ელჩები
იმდენი რამის თქმა მინდა უბრალოდ სიტყვები არ მყოფნის....... გონება არ მემორჩილება......
და ესააა ჩვენი დამოუკიდებლობაააა???--სიტყვა ვერ გვითქვიააააა?????....
ამ ჩვენ ხელისუფლებას კიდევ ხალხის გამოყენების ტრაკიც არა ააქვს.......დებილები..... დებილები!!!
.ვაააააააააააააა....გასკდა გული ..
და რომ ხალხი ვერც ვერაფერს ვაკეთებთ??
ეს რომ ესე იქნებოდა და ამერიკის ელჩი ამათ მიაჩმორებდა, ეჭვიც არ მეპარებოდა
იმიტომაც იყო ჯეფრი სილვერმანი ამ ქალზე რომ გვაფრთხილებდა----- იცოდეთ განსაკუთრებით დიდი ჩათლახიაო....
(ან კი კენტ ბრაუნის გარდა რომელი იყო საჩვენო??)
სინამდვილეში მაგათ ისევ ნაცები უნდათ ხელისუფლებაში, რომ მიშას დაწყებული ჩვენი დარეფორმირება ისევ გაააგრძელონ --ჯერ კიდევ ბოლომდე ვერ დაგვარეფორმირეს მაგათ -----არქიფო სეთურის ხალხის დონეზე ჯერ კიდევ ვერ მიგვიყვანეს...
ეს ქალი ხან აააასოებს შეხვადა ცალკე და არიგა(იმათ რაღა დარიგება უნდათ?) ხან ნაცებს რამდენჯერმე..... ხან ოცნებას ცალკე დაურხია--- გინდათ თუ არა ხელისუფლება უნდა გადაააბაროთ-- 8 წელი გავიდაო
ხალხს კი არ გვეკითხებიან ვინ გვინდა და ვინ არა?
მოკლედ არჩევნების იმედი მაქვს მხოლოდ....
ისიც ვის უნდა მივცე ხმა----- ამ დებილეეებს??---უბრალოდ ნაცების საშვილიშვილოდ ამოწყვეტა მინდა, თორემ ესენი რა ხელისუფლებაში გასაჩერებლები არიან?
მოკლედ ვიღაც მამამლი ქართველი გვინდა, მამალი ქართველი...