მოლაპარაკების მომდევნო რაუნდის თარიღი ჯერ დათქმული არ არის, თუმცა შეთანხმების ბოლო ვადა 9 მარტია. მმართველი გუნდი მზად არის ოპოზიციასთან ისაუბროს შემდეგი მოლაპარაკებების ფარგლებში იმ მოცემულობით, რასაც საარჩევნო ადმინისტრაციული საზღვრები და ქვეყნის გეოგრაფია იძლევა. პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებით, ახლა მეორეხარისხოვანი მნიშვნელობისაა 5-ით მეტი მანდატი იქნება თუ 5-ით ნაკლები მაჟორიტარულ ნაწილში.
არჩილ თალაკვაძის განცხადებით, მაშინ, როდესაც დაცულია მთავარი პრინციპები, მაშინ, როდესაც კანონმდებლობის დახვეწის მზაობა გამოვთქვით, მანდატების რაოდენობა ხდება მეორეხარისხოვანი.
„5-ით მეტი მანდატი იქნება თუ 5-ით ნაკლები პროპორციულ ნაწილში თუ მაჟორიტარულ ნაწილში - ახლა ეს ჩვენთვის არ არის მთავარი. მზად ვართ, ოპოზიციასთან ვისაუბროთ შემდეგი მოლაპარაკებების ფარგლებში იმ მოცემულობით, რასაც საარჩევნო ადმინისტრაციული საზღვრები და ჩვენი ქვეყნის გეოგრაფია იძლევა. ვფიქრობ, რაიმეს დათმობაზე პოლიტიკურმა პარტიებმა არ უნდა ილაპარაკონ, ვინაიდან არჩევნების საკითხი არ ეკუთვნის რომელიმე პოლიტიკურ პარტიას. შესაბამისად, თუ ვინმე თვლის, რომ აქ რამეს თმობს, რამე მისი იყო და დღეს აღარ არის - არ მგონია, რომ ეს სწორი მიდგომა იყოს. არჩევნები ეკუთვნის ხალხს. შესაბამისად, პარტიების მოვალეობა არის ისეთ საარჩევნო სისტემაზე შეთანხმება, რომელიც 2024 წელს პროპორციულ სისტემაზე გადასვლის ლოგიკას უზრუნველყოფს,“ - განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.
რომან გოცირიძის განცხადებით, პარლამენტის თავმჯდომარეს შეთავაზება არის მცოცავი უკან დახევა. „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ამბობს, რომ ხელოვნური ჩამკეტი ოპოზიციას არ სჭირდება. ამასთან, დეპუტატი არ გამორიცხავს, რომ მმართველ გუნდს იმ შეთავაზების უკან წაღებაც მოუწიოს, რომელსაც მოლაპარაკებების მაგიდასთან აყენებს.
„ჯერ ამბობდნენ, როგორ გეკადრებათ, არ დავჯდებით ოპოზიციასთანო, ახლა აქეთ გვეხვეწებიან. ჯერ თქვეს 100/50-ზეო, მერე 110/40- ზეო, ახლა თურმე 5 იქით 5 აქეთ არაფერია. ყველაფერი ეს არის არის უაზრო თამაში. არც რაღაც ხელოვნური ჩამკეტები გვჭირდება ჩვენ. არსებობს ბუნებრივი ჩამკეტი, ისეთი პროპორცია, რომელიც მაქსიმალურად იქნება მიახლოებული პროპორციულ საარჩევნო სისტემასთან.
დანარჩენი ეს არის თავის დაძვრენის მცდელობა იმ საერთაშორისო ზეწოლისგან, რომელსაც განიცდიან. საკუთარ ტყავზე იწვნევენ თუკი ეს პროცესი ჩააგდეს. იქნება ძალიან სერიოზული ზეწოლა და მათ შორის სანქციებიც, ამას დაინახავენ. რა სისტემა იქნება, ამას უკვე არსებითი მნიშვნელობა არ აქვს, რადგან ნებისმიერ სისტემაში „ქართული ოცნება“ არის უკვე დამარცხებული“, - განაცხადა რომან გოცირიძემ.
„ევროპული საქართველოს“ წევრი, გიგა ბოკერია აცხადებს, რომ ოფიციალური მოლაპარაკებები, ვიდრე ეს ვითარებაა, არ მოხდება. რაც შეეხება რაიმე სახის კომუნიკაციას ირიბად, ან საქართველოს მეგობრების მეშვეობით, ბოკერიას განცხადებით, რა თქმა უნდა, ამის წინააღმდეგი ვერ იქნებიან, მაგრამ უნდა იყოს რეალური ძვრა.
„თუ მმართველი გუნდის აზრით, საარჩევნო სისტემაში მაჟორიტარების 40-მდე შემცირება შეიძლება, მაშინ 20-მდეც შესაძლებელია. მე ვერაფერს გეტყვით თალაკვაძის ან ივანიშვილის გარემოცვის ნებისმიერი წევრის ნაცვლად. ჩვენი პოზიცია ათასჯერ გვაქვს ნათქვამი, ის არის ყველასთვის ცნობილი. კარგია, რომ ერთი პოლიტპატიმარი, მართალია გირაოთი, მაგრამ გათავისუფლდა, დანარჩნებიც უნდა გაუშვან და უნდა დათანხმდნენ არსებითად პროპორციულ სისტემაზე.
გვესმის, რომ სრულად პროპორციული არ იქნება, ჩვენ ვართ მოქნილები, გვინდა განმუხტვა ვითარების. ამ სისულელეს, რომ თურმე მაჟორიტარებს ვეღარ შეამცირებენ, არავინ არ დაიჯერებს, თუ ორმოცამდე ამცირებენ, მშვენივრად შეამცირებენ ოცამდეც. 5-ით მეტი ან 5-ით ნაკლები არაფერს ნიშნავს“, – განაცხადა გიგა ბოკერიამ.
„დემოკრატიული საქართველოს“ წევრის, გიორგი ახვლედიანის განცხადებით, დღესდღეობით ყველაზე მნიშვნელოვანია, რომ არც ერთმა მხარემ არ უნდა დაუშვას, დარჩეს დღეს არსებული საარჩევნო სისტემა. მისივე თქმით, არსებული საარჩევნო სისტემის დარჩენის შემთხვევაში, დაზარალდება ოპოზიცია, ხელისუფლება და ასევე დაზარალდება ქვეყანა.
„ხელისუფლება დაზარალდება, რადგან მას მერამდენეჯერ პირობა აქვს მიცემული მთელი მსოფლიოსთვის, რომ ამ საარჩევნო სისტემას შეცვლის და მოლაპარაკებების გზით შეთანხმებას მიაღწევს. შესაბამისად, ეს თუ ასე არ მოხდა, ხელისუფლება აღმოჩნდება სიტუაციაში, რომ თავისი დაპირება არ შეასრულა. ოპოზიცია კი დაზარალდება, რადგან ყველაზე ცუდი სისტემით მოუწევს არჩევნებში შესვლა, რაც ყოველთვის მძიმედ ისახება საარჩევნო შედეგებზე.
სწორედ ამიტომ არის ყველა მხარისთვის მნიშვნელოვანი, რომ მოლაპარაკებები შედგეს. ხელისუფლება გვთავაზობს 110/40-ზე, ხოლო ოპოზიცია სთავაზობს 130/20-ზე, რეალურად რომ ვთქვათ, არც 110/40-ზე და არც 130/20-ზე არ არის ის რეალური შეფარდება ციფრების, რომელზეც შესაძლებელია შეთანხმება შედგეს, უნდა მივიჩნიოთ, რომ ეს უფრო არის საბოლოო კომპრომისისთვის წინასწარ დასახელებული ციფრები“, – განაცხადა გიორგი ახვლედიანმა.
საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის მამუკა მდინარაძის განცხადებით, ძალიან ახლოს არიან შეთანხმებასთან. მისი თქმით, საარჩევნო სისტემის ცვლილებაზე ოპოზიციურ პარტიებთან შეხვედრის გამართვა აუცილებელია, რათა მხარეები დეტალებზე შეთანხმდნენ.
„20 მაჟორიტარული ოლქის არსებობა, რასაც ოპოზიცია ითხოვს, წარმოუდგენელია. ჩვენ ამ მოლაპარაკებებთან დაკავშირებით პოზიცია არაერთხელ გავახმოვანეთ, ისიც ვუთხარით, რომ ბარიერი რამდენიც გნებავთ. ვუთხარით, რომ პრინციპი, რომელიც მათ აწუხებდათ - 40 პროცენტიანი, რამდენიმე დამზღვევი მექანიზმით იქნება დაზღვეული. ისიც ვუთხარით, რომ მნიშვნელობა არ აქვს, მაჟორიტარული მანდატების რაოდენობას - ხუთით მეტი იქნება თუ ხუთით ნაკლები, რადგან მთავარია, რომ პრინციპი დაცული იყოს.
ოპოზიციას შეუძლია, ისიც თქვას, რომ ხელისუფლება დათმობაზე წამოიყვანეს, უკვე ბევრი რამ დავთმეთ, თუ ეს აწუხებთ და ამას ვერ ამბობენ, დაჯდნენ მოლაპარაკების მაგიდასთან. ამის მოლოდინი არის. ბოლო პერიოდში გზავნილი ვნახეთ, რომ ე.წ. პოლიტპატიმრების თემა ჩაიხსნა - კი ბატონო, ძალიან კარგი. ძალიან ახლოს ვართ შეთანხმებასთან. ვთავაზობთ არაერთ დამზღვევ, ჩამკეტ მექანიზმს და მეტ პროპორციულობაზე მოსაპოვებელი მანდატების მაქსიმალურ ზღვარსაც. ამ პირობებში, შეუძლებელია, შეთანხმება ვერ შედგეს, თუ შეთანხმება არის მიზანი“, – აღნიშნავს მამუკა მდინარაძე.
განგაშის დროა, საშინელი მოვლენების წინაშე ვდგევართ. "ჩვენმა სტრატეგიულმა მოკავშირეებმა" მოიწადინეს და უკანასკნელი ლახვარი უნდა ჩაგვცენ, იგივე ბოკერია -სააკაშვილ, თალაკვაძე-კობახიძის, ბურჯანაძე-ნათელაშვილის და სხვა ათობით პოლიტიკურინ ჭინკების ხელით! დაგვბომბეს იმათმა ემისრებმა კონგრესმენ -სენატორ - ევროდეპუტატებმა წერილებთ. აგერ გუშინწინ "ოქროს ურდო XXI საუკუნე" -დან კიდევ ერთი წერილი და მუქარა შემოგვითვალეს - ჩვენ რომ გეუბნებით ისე თუ არ მოიქცევით აგაოხრებთ!!! არც მეტი და არც ნაკლები, ასეთია ამ წერილების შინაარსი. თავის ზხრახვებს არც კი მალავენ. თავიანთი მტრული მოქმედებებით დიდი ხანია წააცილეს შაჰ აბასებს და თურქეთის სულთანებს. აქვე მათი პატარა ფაშისტური წარსულის მქონე გოშია ქვეყნებიც წკავწკავებენ და ღელავენ იმ საკითხზე როგორი სისტემით უნდა ჩატარდეს საპარლამენტო არჩევნები?! აგერ ესტონეთის პრეზიდენტიც კი ჩვენს საარჩევნო სისტემაზე ზრუნვაში ღამეებს ათენებს?! მეშინია დარდს არ გადაყვნენ! ვკითხულობ გაკვირვებული ნუთუ ამ უნამუსოებს, ამ გადამთიელებს თავიანთ ქვეყნებში მეტი საქმე არაფერი აქვთ, რომ ბარით და ნიჩაბით მოგვდგნენ და მოთხრას გვიპირებენ?!
3 საათის უკან
Aburjga Tasmanieliქართული ოცნების წევრებს კობახიძეს, თალაკვაძეს, მდინარაძეს და სხვებსაც ვინც მათთან მოიაზრებთ თავს მოგმართავთ იქონიეთ ვაჟკაცობა, თუ პოლიტიკოსები ხართ პოლიტიკური ნება! მტკიცედ უთხარით დასავლეთელ იმპერიალისტებს, ჩვენ გვაქვს სახელმწიფო საქართველო, ჩვენ გვაქვს კონსტიტუცია და თავი შეიკავეთ ჩვენი კონსტიტუციის ხელყოფისაგან, მხარს ნუ უჭერთ ერთღი მუჭა მარგინალურ პოლიტიკურ კრიმინალს. გვაცალეთ ცხოვრება და ჩვენი ქვეყნის სამსახური. ერთმანეთში გავერკვევით ჩვენთვის ჩვენი ქართველი ხალხისათვის რა და როგორ სჯობს! თქვენი სიტყვების გასამყარებლად ჩააარეთ პლებისციტი, ჰკითხეთ საქართველოს მოქალაქეებს მათი აზრი საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით, აუხსენით რას და რატომ გვაძალებთ ასე დაბეჯითებით. მერე ამ პლებისციტის შედეგებზე დაყრდნობით თუ საჭიროა მოახდინეთ კონსტიტუციის ცვლილება! არ თქვათ ახლა ამისათვის დრო არ გვეყოფა , არცევნების დრო ხომ კონსტიტუციით გვაქვს განსაზღვრულიო?! როგორ მარტო არჩევნების ჩატარების ტარიღია კონსტიტუციით განსაზღვრული, განა იქ არ წერია რო უნდა აირჩეს 73 პარლამენტარი მაჟორიტარული წესით და 77 პროპორციულით?! ამ რაოდენობრივი თანაფარდობის თქვენს მიერ ვოლუნტარისტული ცვლილება შეიძლება, ხოლო თარიღი კლდესავით ურყევი უნდა იყოს?! ვინ ხართ, რა ხართ ასეთ უმსგავსობაზე რომ მიდიხართ?! ვინ მოგცათ მაგის უფლება. ჩაატარეთ პლებისციტი და თუ ვერ მოესწრება გადაწიეთ არჩევნების ჩატარების თარიღი იმ 2 კვირით რაც ამ პლებისციტის ჩატარებას უნდა! ეს გაცილებით ნაკლები დანაშაული იქნება!
3 საათის უკან
Aburjga Tasmanieliთუ ასე არ მოიქცევით ქართველი ხალხი თქვენ არჩევნებზე გაჩვენებთ რა არის 5 დეპუტატი აქეთ, 5 დეპუტატი იქეთ! სამარცხვინოებო! თუ უღალატეთ საქართველოს კონსტიტუციას და გაგტეხათ წლში იმპერიალისტურმა ზეწოლამ, თუ ვერ გაგიგნიათ სადაა სიმართლე .... დააწყვეთ ეს დეპუტატების მანდატები და წადით სახლებში, ზოგიც თქვენს მთავარ სამშობლოში ევროპაში ან ამერიკაში.. მერე როგორმე გავაგნებთ რა და როგორ ვქნათ!