ინგრედიენტები
ქათმის ფილე - 500 გ
ბულგარული წიწაკა - 1 ცალი (მოზრდილი)
ხახვი - 2 თავი
თაფლი - 45 გ
ფქვილი - 10 გ
სოიოს სოუსი - 100 მლ
ნიორი - 3 კბილი
კურკუმა - 5 გ
შავი პილპილი - 0.5 ჩ/კ
დაფქული ჯანჯაფილი (კოჭა) - 0.5 ჩ/კ
მწარე წიწაკა - 0.5 ჩ/კ
მარილი - გემოვნებით
მომზადების წესები
აიღეთ ღრმა ტაფა, სადაც კუბებად დაჭრილ ფილეს მოთუშავთ. როცა თეთრ შეფერილობას მიიღებს, ტაფიდან გადმოიღეთ და ამავე ღრმა ტაფაზე გრძლად დაჭრილი ხახვი და ბულგარული მოთუშეთ.
სოუსი:
თაფლს დაუმატეთ სოიოს სოუსი, ფქვილი, ძალიან წვრილად დაჭრილი ნიორი და სანელებლები - აურიეთ ძალიან კარგად.
ამასობაში, ბოსტნეულს, რომელიც ტაფაზე ითუშება, დაუმატეთ ფილე, მარილი და სოუსი. ეს მასა გააჩერეთ საშუალო ცეცხლზე, სანამ ხორცი კარგად არ მოიხარშება.