მეგრული კვარები - ბებოს რეცეპტი

მეგრული კვარები - ბებოს რეცეპტი

ინგრედიენტები

ჭყინტი ყველი - 600 გ

ფქვილი - 1 კგ

კვერცხი - 2 ცალი

შაქარი - 20 გ

არაჟანი - 1 ჩ/ჭ

მარილი - გემოვნებით

მომზადების წესები

ჭყინტი ყველი ავფშვნათ, ჩავაზილოთ კვერცხი, ცოტა მარილი და შაქარი.

ჩვეულებრივი ცომი დავჭრათ ნაჭრებად, გავაბრტყელოთ, მოვაყაროთ ეს შეზავებული მასა და მოვუკრათ თავი.

მივიღებთ პატარა კვერებს, რომლებიც  უნდა მოვხარშოთ  მდუღარე წყალში.

უკვე მოხარშული კვერი ზევით ამოტივტივდება. ამოვიღოთ ქაფქირით და  მოვასხათ არაჟანი. ეს ხაჭაპური კარგია ცხლად.