ჯანმო-ს მონაცემებით კორონავირუსს მსოფლიოს 80 ქვეყანა ებრძვის

ჯანმო-ს მონაცემებით კორონავირუსს მსოფლიოს 80 ქვეყანა ებრძვის

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემების მიხედვით, მსოფლიო მასშტაბით კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვი 93 160-ია. აქედან 10 000-ზე მეტი შემთხვევა, სხვადასხვა ქვეყანაში დაფიქსირდა. ვირუსს 80 ქვეყანა ებრძვის. ჩინეთში კი საიდანაც ვირუსი გავრცელდა, დაინფიცირდა 119 და დაიღუპა 38, საავადმყოფოდან გაწერეს 2652 მოქალაქე. მსოფლიო მასშტაბით 50 961 პაციენტი გამოჯანმრთელდა.

30 იანვარს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.