არაქისის ნამცხვარი არაჟნის კრემით

არაქისის ნამცხვარი არაჟნის კრემით

ინგრედიენტები

ფქვილი - 2-3 ჭიქა

შაქარი - 2 ჭიქა

კარაქი - 2 ს/კ

არაჟანი - 3 ჭიქა

კაკაოს ფხვნილი - 3 ჩ/კ

სოდა - 0.5 ჩ/კ

არაქისი - გემოვნებით

მომზადების წესები

აიღეთ თასი, სადაც შეურევთ  1 ჭიქა შაქარს და გამდნარ კარაქს. შემდეგ ვუმატებთ არაჟანს,სოდას და ვურევთ კარგად. დაუმატეთ ფქვილის ნახევარი და მოზილეთ ცომი.

ცომი გაყავით ორ ნაწილად, ერთ-ერთს დაუმატეთ კაკაოს ფხვნილი და ურიეთ კარგად. დარჩენილი ფქვილი დაუმატეთ  ორივენაირ ცომს და მოზილეთ,რათა გახდეს რბილი და ელასტიკური.

ცომის ორი ნაწილი სამ-სამ ნაწილად გაყავით : 3 თეთრი, 3 შავი. ცომი კარგად დაამრგვალეთ,მოათავსეთ ცხიმწასმულ საცხობ ფორმაში და გამოაცხვეთ 200 გრადუსზე, 7-8 წუთის განმავლობაში.  

არაქისი (ნიგოზი/თხილი ან მათი ნარევი) უნდა მოხალოთ.

ამ ნამცხვრისთვის დაგჭირდებათ არაჟნის ჩვეულებრივი კრემი : დარჩენილ არაჟანს ნელ-ნელა დაუმატეთ შაქარი და ადღვიბეთ მიქსერით კარგად. ახლა ტორტის ფენებს  წაუსვით ეს მასა და ზემოდან მოაყარეთ თხილეული.  ფენები ისე გადაანაწილეთ, რომ ზემოდან შავი ნაწილი დარჩეს. ტორტის გვერდებიც დაკრემეთ,ზემოდან წაუსვით შოკოლადის მინანქარი და გააჩერეთ რამდენიმე საათი,რომ კრემი შეიწოვოს.