ფორშმაკი - ოდესელი ებრალების კერძი

ფორშმაკი - ოდესელი ებრალების კერძი

ფორშმაკი ებრაული კერძია, რომელსაც ტრადიციულად ოდესელი ებრაელები ამზადებენ. მისი ბევრი ვერსია არსებობს, ჩვენ მის მარტივ ვარიანტს გთავაზობთ.

ინგრედიენტები

კარაქი - 250 გ

დამარილებული ქაშაყი - 1 ცალი მოზრდილი ფილე

მოხარშული კვერცხი - 4 ცალი

მწვანე ხახვი - 1 კონა

მომზადების წესები

კვერცხი გავხეხოთ ან წვრილად დავჭრათ.

წვრილად ავკეპოთ მწვანე ხახვი. თევზის ფილე გავატაროთ ხორცსაკეპ მანქანაში.

კარაქი ავთქვიფოთ და შევურიოთ თევზი.

 მასა წავუსვათ რუხ პურზე, მოვაყაროთ მოხარშული კვერცხი და მწვანე ხახვი.