ჩეხეთში კორონავირუსის პირველი 3 შემთხვევა დაფიქსირდა. ამის შესახებ Reuters-ი ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით წერს.
გამოცემის ინფორმაციით, დაავადების სუსტი სიმპტომები ჩეხეთის ორ მოქალაქეს და ამერიკელ სტუდენტს აღენიშნება, რომელიც მილანში იმყოფებოდა. ის პრაღაში სამოგზაუროდ ჩავიდა. ორი შემთხვევა პრაღაში დაფიქსირდა, ერთი კი ქალაქ უსტიში.
30 იანვარს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.
21 იანვარს ჩინეთმა დაადასტურა, რომ კორონავირუსი გადამდებია. მომხდარის გამო ქვეყნის ორ ქალაქში კარანტინი გამოცხადდა. ჩინეთში საქართველოს საელჩოში კი ცხელი ხაზი მოქმედებს.