ხელისუფლებამ დათმო, - ოპოზიცია მეტს ითხოვს

ხელისუფლებამ დათმო, - ოპოზიცია მეტს ითხოვს

საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით შეთანხმება მიღწეული ისევ არ არის. უმრავლესობის ლიდერი მამუკა მდინარაძე ამბობს, რომ იმდენად დახვეწილი, პროპორციულთან მიახლოვებული და სამართლიანი სისტემა იქნა მოფიქრებული მმართველი გუნდის მიერ, რომ შეთანხმება უნდა შედგეს. ოპოზოციას მაქსიმალური ვადა 9 მარტამდე აქვს.

„ვფიქრობთ, ოპოზიციის მხრიდან კეთილსინდისიერი დამოკიდებულება არ არის, როცა საუბრობენ ისეთ წესზე, რომელსაც მნიშვნელობა არ აქვს, თუ ჩვენი ფორმულა გაზიარებული იქნება. ჩვენს შეთავაზებაში მათი წუხილები მოხსნილია. ერთი მხრივ, 40 პროცენტზე ნაკლები მხარდაჭერის მქონე პარტიას არ შეიძლება, საშუალება ჰქონდეს, მთავრობა დაამტკიცოს და მეორე მხრივ, რაც არ უნდა წარმოუდგენელი იყოს, 2016 წელს, ჩვენი ფორმულით არჩევნები რომ ჩატარებულიყო, მანდატების ზუსტად იგივე რაოდენობას ავიღებდით, რასაც 5 პროცენტიანი სრულად პროპორციულ სისტემაში.

შედეგი ნაკლები იქნებოდა თუ მეტი, ამ შედეგს ვერ ავცდებოდით. 44 პროცენტი, 47 თუ 55, ჩვენთვის შედეგი ის იქნებოდა, რაც 5 პროცენტიანი ბარიერის პირობებში სრულად პროპორციულ სისტემაში არსებობს. შეთავაზების დეტალებზე შეთანხმების გამო ვერ ვისაუბრებ. ოპოზიციამ შეთავაზების დეტალები ისე იცის, რომ ვერ წარმოგიდგენიათ. შეთანხმებაა, დეტალებზე გარეთ არ ვისაუბროთ. ერთი კვირა გვაქვს, რომ დეტალებზე ვიმსჯელოთ და ვიკამათოთ“, - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

მოლაპარაკებების ვადის ამოწურვამდე ოპოზიცია ხელისუფლებისთვის კიდევ ერთ შეთავაზებას ამზადებს. 130-20 ზე - ასეთია გაერთიანებული ოპოზიციის ახალი ინიციატივა. „ევროპული საქართველოს“ წევრის, გიორგი კანდელაკის თქმით, იმ შემთხვევაში, თუ ხელისუფლება პროპორციულობის პრინციპს დათანხმდება, შეთანხმების მიღწევა პოლიტპატიმრების გათავისუფლების გარეშეც შესაძლებელი იქნება. მისი თქმით. ერთადერთი თანაფარდობა, რომელიც პროპორციულობას უზრუნველყოფს, არის 130/20-ზე, დანარჩენი უბრალოდ სადღეგრძელოა.

„ჯერ იძახდნენ, რომ 100/50-ს ფეხი არ მოეცვლებაო, ახლა საუბრობენ რაღაც გარანტიებზე. თუ მაინც და მაინც თანაფარდობაზეა საუბარი, მათემატიკურად წარმოჩენილია, რომ ერთადერთი თანაფარდობა, რომელიც უზრუნველყოფს პროპორციულობას, ეს არის 130/20-ზე, დანარჩენი არის სადღეგრძელო. თუ მათ მართლა უნდათ დაეთანხმონ 40%-იან წესს და ზოგადად, საპარლამენტო წარმომადგენლობის პროპორციულთან მიახლოებას, ერთადერთი თანაფარდობა, რომელიც ამის საშუალებას იძლევა არის 130/20-ზე“, - განაცხადა გიორგი კანდელაკმა.

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრი, გრიგოლ ვაშაძე მმართველ გუნდს მოუწოდებს, ვიდრე დეტალებზე დაიწყებენ საუბარს, კეთილი ინებონ და საზოგადოებას დეტალურად მოუყვნენ თავიანთი წინადადების შესახებ. მისი თქმით, ამის შემდეგ ოპოზიცია საზოგადოებას 100%-იან არგუმენტაციას გააცნობს, თუ რატომ არ შეიძლება ამაზე ლაპარაკი. ვაშაძის ინფორმაციით, ოპოზიცია შეთანხმდა, რომ მმართველი გუნდის მიერ შეთავაზებული იდეები არის მიუღებელი.

„მომლაპარაკებლებმა მოვუყევით ყველაფერი, რაც მოსაყოლი იყო არაფორმალურ განხილვებზე, მათ შორის იმ იდეების კომპლექსზე, რომლითაც ხელისუფლება შემოდიოდა ამ არაფორმალურ კონსულტაციაში და რასაც ჩვენ ვპასუხობდით ამ კონსულტაციების დროს. მოლაპარაკების მაგიდის მონაწილეები შეთანხმდენ, რომ ეს იდეები არის მიუღებელი, მაგრამ სანამ დეტალებში დავიწყებთ საუბარს, კეთილი ინებონ, მეორე ბრიფინგიც გააკეთონ და საზოგადოებას დეტალურად მოუყვნენ თავიანთი წინადადება. სანამ ეს არ იქნება, არაფერი არ არის შეთავაზებული. ყველა ლაპარაკს თან უნდა ერთვოდეს იმის ახსნა-განმარტება“, - აცხადებს გრიგოლ ვაშაძე.

„ნაციონალური მოძრაობის“ აზრს იზიარებს ნინო ბურჯანაძე, რომლის განცხადებით, „ქართული ოცნების“ მიერ გახმოვანებული წინადადება კანონპროექტად დაწერილი უნდა ნახონ და მხოლოდ ამის ნახვის შემდეგ შეიძლება საბოლოოდ მოსაზრების გამოთქმა. „ერთიანი საქართველოს“ ლიდერი ამბობს, რომ ოპოზიცია კონსტრუქციულადაა განწყობილი.

„ველოდებით კონკრეტულ კანონპროექტს „ქართული ოცნების“ მხრიდან. გამოითქვა ინიციატივა, რომ თუ დროში ვერ მოვასწრებთ საბოლოო შეთანხმებას მაჟორიტარების და პროპორციულის ციფრებთან, გააკეთოს ხელისუფლებამ ინიცირება და დაიწყოს იმ წინადადებით, რომელიც მათ თქვეს, თუნდაც 110/40-ზე, რომელიც არ არის მისაღები, მაგრამ პირველ ეტაპზე, შეიძლება ამის ინიცირება დაიწყოს ხელისუფლებამ და შემდეგ საკონსტიტუციო განხილვების დროს მარტივად შეიძლება საბოლოო კონსენსუსი იქნეს მიღწეული პროპორციულ სისტემასთან დაკავშირებით“, - ამბობს ნინო ბურჯანაძე.

„ლელო საქართველოსთვის“ წევრის დავით უსუფაშვილის განცხადებით, ოპოზიცია ყველა პატარა საკითხსაც კი ეჭიდავება იმისთვის, რომ შეთანხმებას მიაღწიონ. მისი თქმით, კარგია, რომ ორივე მხრიდან ისმის ერთი და იმავე პრინციპი 40%-ზე ნაკლები შედეგის მქონე პარტიამ ერთპიროვნულად ვერ მართოს ქვეყანა. მისი თქმით, 40%-იანი პრინციპის მიღწევის ყველაზე მარტივი საშუალება 125/25-ზე პროპორციაა, რომელიც ყველაფერს არითმეტიკულად უზრუნველყოფს.

„ამ პროცესში არ არის საჭირო გართულებები, ფაქტია, რომ ხელისუფლებამ ბოლოს და ბოლოს საერთაშორისო საზოგადოების პირდაპირი ჩარევის შემდეგ დაინახა, რომ შეთანხმება არის აუცილებელი. ახლა საჭიროა, მეტი გამძლეობა და მოთმინება მხოლოდ 110 /40-ში არ არის საქმე. ნაკლებად მნიშვნელოვანია საკითხი იმის შესახებ, თუ დარჩენილი 40 ოლქი როგორი იქნება ზომაში, თბილისიც ერთ მაჟორიტარს აირჩევს და სიღნაღიც?

ხომ არ იქნება სწორი? იქ 50 000 ამომრჩეველია და აქ 900 000. მთავარი და კარგი ისაა, რომ ორივე მხრიდან გვესმის ერთი და იმავე პრინციპი, რომ 40%-ზე ნაკლები შედეგის მქონე პარტიამ ერთპიროვნულად ვერ მართოს ქვეყანა. ამ პრინციპის ხორცშესხმის დეტალებზე მიდის არაფორმალური საუბარი. ელჩებთან ერთად რომ ვსადილობთ, არ ნიშნავს იმას, რომ ამ თემაზე აღარ ვმუშაობთ“, - განაცხადა დავით უსუფაშვილმა.

trampi ადამ კინზინგერი კითხვაზე,"თუ ვერ იხილავენ პროგრესს პროპორციული სისტემის გარშემო, რა იქნება შემდეგი ნაბიჯი" - ვფიქრობ, რასაც გავაკეთებთ, ბევრისთვის მოულოდნელი იქნება


ხედააავთ სადამდე არიააან გათავხედებულებიიი???........
ეს ჯიშმიქინძული აქეთ გვემუქრება--იმუქრება კიდეც
...მანამდე პური არა ჭამოთ, მანამ ევროპა-- ნაცები დაბრუნდნენ ხელისუფლებაში.....
რუსები გვბატონობენო...........ეს მეფის ნაცვალიო ..... ისაო..ესაო
კი..... ეგ ყველაფერი მართალია, მაგრამ ესენი რაააა.......... იმათზე ნაკლებები არიაააან??--------უფრო უარესები, უფრო უარესები!!!!!
რუსებს ამათი დონის ჩათლახობების მოფიქრების ტრაკიც კი არ დონეც ჰქონდათ
ჰმმმმ.....მეგობრები....
.. ქუნემ ეგთი მეგობრები.....
4 წლის უკან