სამხრეთ კორეაში კორონავირუსით დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა

სამხრეთ კორეაში კორონავირუსით დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა

სამხრეთ კორეაში კორონავირუსმა კიდევ 4 ადამიანი იმსხვერპლა, გარდაცვლილთა საერთო რაოდენობამ კი 26-ს მიაღწია. ამის შესახებ CNN იტყობინება.

სამხრეთ კორეის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ბოლო დღე-ღამის განმავლობაში ქვეყანაში კორონავირუსის 476 დადასტურებული შემთხვევა გამოვლინდა, ინფიცირებულთა საერთო რაოდენობა კი 4 200-ს აჭარბებს.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემებით, მსოფლიოში კორონავირუსით გარდაცვალების სულ 3 057 შემთხვევაა დადასტურებული, ინფიცირებულია 89 ათასზე მეტი, 45 ათასზე მეტი პაციენტი კი გამოჯანმრთელდა.

30 იანვარს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.