გასული დღე-ღამის განმავლობაში ჩინეთში კორონავირუსის 427, სამხრეთ კორეაში კი 594 შემთხვევა დაფიქსირდა

გასული დღე-ღამის განმავლობაში ჩინეთში კორონავირუსის 427, სამხრეთ კორეაში კი 594 შემთხვევა დაფიქსირდა

გასული დღე-ღამის განმავლობაში ჩინეთში კორონავირუსის 427 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, დაავადებამ კი 47 ადამიანი იმსხვერპლა. ინფორმაციას ამის შესახებ ჩინეთის ჯანდაცვის ეროვნული კომისია ავრცელებს.

უწყების ცნობით, საერთო ჯამში გარდაცვლილთა რაოდენობამ 2 835-ს მიაღწია, ინფიცირებულთა რიცხვი კი 79 251-ს შეადგენს.

BBC-ის ინფორმაციით, 2931-მდე გაიზარდა დაავადებულთა რაოდენობა სამხრეთ კორეაში. იქ ვირუსით 16 ადამიანი გარდაიცვალა. ქვეყნის დაავადების კონტროლისა და პრევენციის ცენტრის ცნობით, ბოლო 24 საათის განმავლობაში ვირუსით გარდაცვალების 3 შემთხვევა დაფიქსირდა.

მსოფლიო მასშტაბით, ვირუსი უკვე 54 ქვეყანაშია გავრცელებული, სადაც გარდაცვლილთა რაოდენობამ 70-ს მიაღწია. 83 650 ინფიცირებულიდან გამოჯანმრთელებული კი 36 ათას 533-ია.