თურქეთის პრეზიდენტის, რეჯეფ თაიფ ერდოღანის განცხადებით, რუსეთის პრეზიდენტ, ვლადიმერ პუტინთან სატელეფონო საუბრისას მან მოსკოვს თურქი და სირიელი სამხედროების დაპირისპირებაში ჩარევისგან თავის შეკავება ურჩია. ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო Reuters-ი ავრცელებს.
„ვკითხე პუტინს, რა მიზნები აქვთ მათ სირიაში? თუ სამხედრო ბაზის შექმნა გსურთ, შექმენით, მაგრამ ჩვენს ჯარებს გაერიდეთ. მოვუწოდე, რომ ასადის რეჟიმთან პირისპირ დაგვტოვოს“, - განაცხადა ერდოღანმა.
სირიაში, იდლიბის პროვინციაში, საჰაერო დარტყმის შედეგად 33 თურქი სამხედრო დაიღუპა. რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ 28 თებერვალს განაცხადა, რომ სირიაში თურქი სამხედროები „ბოევიკებს“ შორის იმყოფებოდნენ.