წვნიანი კატლეტები ორნაირი ფარშით - შედეგი მოლოდინს აჭარბებს

წვნიანი კატლეტები ორნაირი ფარშით - შედეგი მოლოდინს აჭარბებს

ინგრედიენტები

ქათმის ფილე - 350 გ

ოხრახუში - 150 გ

ყველი - 50 გ

ნიორი - 2 კბილი

მარილი - 1 ჩკ

ნაღები 10% - 50 მლ

ღორის ხორცის ფარში - 600 გ

შვრია - 50 გ

კვერცხი - 1 ც

მარილი - 2 ჩკ

შავი პილპილი - 1/2 ჩკ

მომზადების წესები

ქათმის ფილე დაჭერით კუბიკებად და მოათავსეთ კომბაინში. დაუმატეთ ოხრახუში, მარილი, ყველი, ნაღები, ნიორი და დააქუცმაცეთ.

ღორის ხორცის ფარშს დაუმატეთ შვრია, კვერცხი, მარილი, პილპილი და კარგად შეკარით.

ცეცხლაგმძლე ფორმაზე დააფინეთ საცხობი ქაღალდი და ზედ მოათავსეთ ფარშის ბურთულები (სასურველი ზომის). პატარა ჭიქით ჩაპრესეთ შუაში, როგორც ფოტოზეა

ჩაჭრილ ადგილას მოათავსეთ ქათმისა და ოხრახუშის მასა.

გამოაცხვეთ 180 გრადუსზე 35 წუთით.