უგემრიელესი სოსისის სახლური რეცეპტი - ამის შემდეგ მაღაზიაში შეძენა აღარ მოგინდებათ

უგემრიელესი სოსისის სახლური რეცეპტი - ამის შემდეგ მაღაზიაში შეძენა აღარ მოგინდებათ

ინგრედიენტები

ქათმის ფილე - 400 გ

მარილი – 0,5 ჩაის კოვზი

წყალი ან რძე - 50 გ

ნიორი - 1 კბილი

მუსკატის კაკალი - 1/4 ჩკ

დაფქული ხმელი ქინძი - 1/4 ჩკ

მდოგვი - 1/2 ჩკ

სახამებელი - 1-2 ჩკ

მომზადების წესები

ყველა ინგრედიენტი მოათავსეთ ბლენდერში და დააბლენდერეთ, სანამ ერთგვაროვან მასას არ მიიღებთ. თუკი ბლენდერი არ გაქვთ, ფილე ხორცსაკეპ მანქანაში გაატარეთ 2-ჯერ, შემდეგ დაუმატეთ დანარჩენი ინგრედიენტები და დიდხანს ურიეთ.

მიღებული ფარში, დაახლოებით, 450 გრამი გამოვა. აქედან თქვენ შეგიძლიათ 2 ან 3 მწკრივად მოამზადოთ სოსისი.

შესაბამისად, მიღებული მასა გაყავით 2 ან 3 ნაწილად. აიღეთ ერთი ნაწილი, მოათავსეთ კულინარიულ ცელოფანზე. ხელი წყალში დაისველეთ და ისე გადაანაწილეთ ცელოფანზე ხორცი. ბოლოები ძაფით შეკარით. ასევე ძაფი გამოიყენეთ სასურველი ზომის სოსისების გამოსაყოფად და დასაფიქსირებლადაც.

სოსისები შეგიძლიათ მომზადებისთანავე მოხარშოთ ან 24 საათის განმავლობაში მაცივარში დააყოვნოთ, რომ სანელებლები კარგად გაუჯდეს.