იდლიბში სიტუაციის გამწვავების ფონზე თურქეთში რუსეთის საელჩოს დაცვა თურქულ სპეცრაზმს დააკისრეს. ამის შესახებ ინფორმაციას თურქეთში რუსეთის საელჩო ავრცელებს.
„გუშინდელი საღამოდან თურქეთში ჩვენი საელჩოსა და სხვა დიპლომატიური წარმომადგენლობების უსაფრთხოებას თურქეთის პოლიციის სპეცრაზმი იცავს. თურქული მხარე უსაფრთხოების უზრუნველყოფის ყველა ზომებს მიმართავს“, - აცხადებენ საელჩოში.
აღსანიშნავია, რომ გუშინ საღამოს, მას შემდეგ, რაც ინფორმაცია გავრცელდა იდლიბში თურქი სამხედროების დაღუპვის შესახებ, სტამბოლში რუსეთის გენერალური საკონსულოს შენობასთან მოქალაქეებმა საპროტესტო აქცია გამართეს.