იდლიბში, თურქ სამხედროებზე დარტყმები განხორციელდა, მიუხედავად იმისა, რომ რუსულ მხარეს წინასწარ შევატყობინეთ თურქული ნაწილების დისლოკაციის ადგილების შესახებ.
ამის შესახებ თურქეთის თავდაცვის მინისტრმა, ხულუს აკარმა განაცხადა. ინფორმაციას თურქული მედია ავრცელებს.
თურქეთის თავდაცვის მინისტრის განცხადებით, საჰაერო დარტყმის საპასუხოდ თურქეთის შეიარაღებულმა ძალებმა საარტილერიო და საჰაერო დარტყმები განახორციელეს ასადის რეჟიმის 200-მდე ობიექტზე.
თურქეთის არმიამ 5 ვერტმფრენი, 23 ტანკი, საზენიტო-სარაკეტო კომპლექსები და 309 სამხედრო გაანადგურა.
რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ 28 თებერვალს განაცხადა, რომ სირიაში თურქი სამხედროები „ბოევიკებს“ შორის იმყოფებოდნენ. სირიაში, იდლიბის პროვინციაში, საჰაერო დარტყმის შედეგად 33 თურქი სამხედრო დაიღუპა.