იდლიბის პროვინციაში თურქ ჯარისკაცებზე თავდასხმის შესახებ გავრცელებული ინფორმაციით აშშ შეშფოთებას გამოთქვამს და მხარდაჭერას უცხადებს თურქეთს“, - აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი.
„ჩვენ მხარს ვუჭერთ ჩვენს ნატოელ მოკავშირე თურქეთს. მოვუწოდებთ ასადის რეჟიმს, რუსეთისა და ირანის მიერ მხარდაჭერილ ძალებს, დაუყოვნებლივ შეწყდეს ეს საშინელი თავდასხმა”, - წერია განცხადებაში.
შეშფოთებას გამოთქვამს ნატო-ში აშშ-ის ელჩიც, ქეი ბეილი ჰათჩისონმა განაცხადა, რომ ასადი თავს ესხმის იდლიბს და იქაურ მოსახლეობას.
განიხილავს თუ არა აშშ თურქეთის სამხედრო ან სადაზვერვო მხარდაჭერას, ელჩის თქმით, ვითარება ძალიან რთულია და ამ საკითხზე ვაშინგტონში აუცილებლად იმსჯელებენ.
სირიაში, იდლიბის პროვინციაში საჰაერო დარტყმის შედეგად 29 თურქი სამხედრო დაიღუპა.