სირიაში, იდლიბის პროვინციაში საჰაერო დარტყმის შედეგად 33 თურქი სამხედრო დაიღუპა

სირიაში, იდლიბის პროვინციაში საჰაერო დარტყმის შედეგად 33 თურქი სამხედრო დაიღუპა

სირიაში, იდლიბის პროვინციაში საჰაერო დარტყმის შედეგად 33 თურქი სამხედრო დაიღუპა.

ამის შესახებ ინფორმაციას თურქული მედია ავრცელებს.

"იდლიბში ასადის რეჟიმის მხარდაჭერებმა საჰაერო იერიში მიიტანეს ჩვენს სამხედროებზე. თავდასხმის შედეგად ჩვენი 33 სამხედრო დაიღუპა", - განაცხადა ხათაის პროვინციის გუბერნატორმა, რახმი დოგანმა.

მისივე თქმით, თურქ სამხედროებს შორის არიან მძიმედ დაშავებულებიც.