ინგრედიენტები
რძე - 750 მლ
ნახევარი ლაიმის კანი
დარიჩინის ჩხირი - 1
შაქარი - 100 გ
კარაქი - 1 სკ
ფქვილი - 100 გ
ამოსავლებად
დაფქული დარიჩინი - 1/2 ჩკ
შაქრის ფხვნილი - 50 გ
კვერცხი - 1
ფქვილი - 40 გ
მომზადების წესები
600 მლ რძე დავდგათ ცეცხლზე. დავუმატოთ ნახევარი ლაიმის კანი, დარიჩინის ჩხირი და 100 გ შაქარი. სანამ რძე ადუღდება, ამოვიღოთ ლაიმის კანი და დარიჩინი. რძე დავტოვოთ ცეცხლზე, დაბალ ტემპერატურაზე.
100 გ ფქვილში გავხსნათ 150 მლ რძე და დავუმატოთ ცხელი რძის მასას. მასა რომ ადუღდება და ფქვილი მოიხარშება, გადმოვდგათ ცეცხლიდან და გავაგრილოთ.
კონტეინერს (15 X 10 X 5 სმ) წავუსვათ კარაქი და ჩავასხათ გაგრილებული რძის მასა. შევდგათ მაცივარში 3 საათის განმავლობაში.
გაგრილებული მასა ამოვიღოთ კონტეინერიდან. დავჭრათ კუბებად. ამოვავლოთ ჯერ ფქვილში, შემდეგ ხელით ათქვეფილ კვერცხში და შევწვათ ზეთში.
50 გ შაქრის ფხვნილი და 1/2 ჩკ დარიჩინი შევურიოთ ერთმანეთს და შემწვარი რძე შიგ ამოვავლოთ.