ირანის კიბერპოლიციამ ქვეყანაში კორონავირუსზე ყალბი ინფორმაციის გავრცელების გამო 24 ადამიანი დააკავა. ამის შესახენ ინფორმაციას სააგენტო AFP ავრცელებს.
როგორც კიბერპოლიციის ხელმძღვანელმა ვაჰიდ მაჯიდმა განაცხადა, დაკავებულები კორონავირუსით გამოწვეულ დაავადებებზე ჭორებს ავრცელებდნენ.
„ამჟამად კიბერპოლიცია დეტალურად ამონიტორინგებს პუბლიკაციებს ინტერნეტში, მათ შორის ვიდეო ჩანაწერებსა და ფოტომასალებს“, - განაცხადა მან.
ირანში კორონავირუსით 19 ადამიანი დაიღუპა. 139 ადამიანი ინფიცირებულია, მათ შორის ირანის ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე.
ჯანმომ დღეს განაცხადა, რომ კორონავირუსის პანდემიად გამოცხადების საფუძველი ჯერ არ არსებობს.
30 იანვარს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.