ესტონეთში კორონავირუსის პირველი შემთხვევა გამოვლინდა

ესტონეთში კორონავირუსის პირველი შემთხვევა გამოვლინდა

კორონავირუსის პირველი შემთხვევა ესტონეთშიც გამოვლინდა. ამის შესახებ ადგილობრივი მედია იტყობინება.

გავრცელებული ინფორმაციით, ცოტა ხნის წინ ეს ინფორმაცია ქვეყნის სოციალურ საქმეთა მინისტრმა, ტანელ კიიკმა დაადასტურა. მისივე თქმით, ინფიცირებული ირანის მოქალაქეა. ესტონეთის ტერიტორიაზე ის ლატვიიდან ავტობუსით შევიდა. ამ დროისათვის იმ მგზავრების იდენტიფიცირება მიმდინარეობს, რომლებიც ინფიცირებულთან ერთად ავტობუსში იმყოფებოდნენ.

მანამდე კორონავირუსის პირველი შემთხვევა დანიაშიც დაფიქსირდა.

26 თებერვალს ჯანმომ განაცხადა, რომ კორონავირუსის პანდემიად გამოცხადების საფუძველი ჯერ არ არსებობს.

30 იანვარს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.