რუმინეთში კორონავირუსით დაინფიცირების პირველი შემთხვევა დაფიქსირდა. ამის შესახებ BBC წერს.
გამოცემის ინფორმაციით, პაციენტს კონტაქტი ჰქონდა იტალიის მოქალაქესთან, რომელიც ცოტა ხნის წინ რუმინეთში იმყოფებოდა. რუმინეთი უკვე მესამე სახელმწიფოა, სადაც დღეს კორონავირუსის პირველი შემთხვევა დაფიქსირდა. დაავადება დანიასა და ესტონათში გამოვლინდა.
ჩინეთში კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვი გაიზარდა. ბოლო 24 საათის განმავლობაში ვირუსმა ქვეყანაში 32 ადამიანი იმსხვერპლა. გამოვლენილია ინფიცირების 435 ახალი შემთხვევა. ჯამში კორონავირუსით ჩინეთში 2 747 ადამიანია გარდაცვლილი, ინფიცირებულთა რაოდენობა კი 78 500-ს აღწევს. გამოჯანმრთელდა 32 500-ზე მეტი ადამიანი. ისინი საავადმყოფოებიდან უკვე გაწერეს.
საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა დადასტურდა. ჯანდაცვის მინისტრის, ეკატერინე ტიკარაძის თქმით, დაავადებული საქართველოს მოქალაქეა, რომელიც გუშინ აზერბაიჯანის გავლით ირანიდან შემოვიდა. საუბარია 50 წლის კაცზე. პაციენტი ინფექციურ საავადმყოფოშია გადაყვანილი და მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.
26 თებერვალს ჯანმომ განაცხადა, რომ კორონავირუსის პანდემიად გამოცხადების საფუძველი ჯერ არ არსებობს.
30 იანვარს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.