უხანიდან უკრაინაში ევაკუირებულ უკრაინის 89 მოქალაქეს კორონავირუსი არ დაუდასტურდა. ამის შესახებ უკრაინის ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს პრესსამსახურმა განაცხადა.
„89 ევაკუირებულს, რომლებიც ახლა სანჟაღში კარანტინში იმყოფებიან, კორონავირუსი არ დაუდასტურდა“, - განაცხადა უკრაინის ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს მდივანმა.
მისივე თქმით, ევაკუირებული პირების ბიოლოგიური მასალის მოლეკულარულ-გენეტიკურმა კვლევებმა ვირუსი არ გამოავლინა.
30 იანვარს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.