უფაფუკესი ჯემიანი ფუნთუშები, რომლებსაც სკოლის კაფეტერიაში ყიდულობდით

უფაფუკესი ჯემიანი ფუნთუშები, რომლებსაც სკოლის კაფეტერიაში ყიდულობდით

ბავშვობის გემო - უფაფუკესი ჯემიანი ფუნთუშები, რომლებსაც სკოლის კაფეტერიაში ყიდულობდით.

ინგრედიენტები

ფქვილი - 750 გ

შაქარი - 100 გ

თბილი რძე - 450 მლ

კარაქი - 100 გ

კვერცხი - 1 ც

მარილი – 0,5 ჩაის კოვზი

ვანილის შაქარი - 1 ჩკ

საფუარი - 15 გ

ნებისმიერი ჯემი - 50 გ

თავზე მოსაყრელად

ფქვილი - 3 სკ

კარაქი - 30 გ

შაქარი - 2 სკ

მომზადების წესები

თბილ რძეში გახსენით საფუარი.

ფქვილს დაუმატეთ მარილი, ვანილის შაქარი, კვერცხი, შაქარი, გამდნარი კარაქი. ბოლოს დაუმატეთ საფუვრიანი რძე. მოზილეთ ცომი. თავზე ჩაის ტილო გადააფარეთ და დააყოვნეთ 1 სთ-ის განმავლობაში ოთახის ტემპერატურაზე.

მიღებული ცომი გაყავით 6 თანაბარ ნაწილად, მიეცით გუნდის ფორმა და მოათავსეთ გამოსაცხობ ფორმაზე. საშუალო ზომის ჭიქით დაფრესეთ ცომის გუნდები შუაში და შიგ სასურველი ხილის ჯემი მოათავსეთ. საცხობ ფორმას გადააფარეთ ჩაის ტილო და დააყოვნეთ 30 წუთით.

მოამზადეთ ფხვიერი მასა: 3 სკ ფქვილს დაუმატეთ 30 გ დარბილებული კარაქი და 2 სკ შაქარი. მოურიეთ, სანამ ფხვიერ მასას არ მიიღებთ.

ფუნთუშებს გადაუსვით კვერცხის გული და მოაყარეთ ფხვიერი მასა. გამოაცხვეთ 190 გრადუსზე გახურებულ ღუმელში 15 წუთით.

უფაფუკესი ჯემიანი ფუნთუშები მზად არის!