შესაძლოა ირანმა კორონავირუსთან დაკავშირებით სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ინფორმაცია დამალა. ამის შესახებ Reuters-ი წერს.
გამოცემის ინფორმაციით, შესაბამისი განცხადება აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა მაიკ პომპეომ ჟურნალისტებთან საუბრისას გააკეთა.
„აშშ ღრმად შეშფოთებული ინფორმაციით, რომელიც იმას მიუთითებს, რომ ირანმა ქვეყანაში კორონავირუსის აფეთქების შესახებ მნიშვნელოვანი ინფორმაცია დამალა. ყველა ქვეყანამ, მათ შორის ირანმა, კორონავირუსის შესახებ სიმართლე უნდა თქვას და საერთაშორისო ორგანიზაციებთან ითანამშრომლოს“,- განაცხადა პომპეომ.
ირანი ახლო აღმოსავლეთში პირველი სახელმწიფოა, სადაც COVID-19 გამოვლინდა. ბოლო მონაცემებით, ქვეყანაში კორონავირუსით უკვე 16 პაციენტი კი გარდაიცვალა. ირანთან საზღვარი ჩაკეტა თურქეთმა, საქართველომ კი გააუქმა ფრენები და ფიზიკური პირების გადაადგილება შეზღუდა.