იტალიაში კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვი 10 ადამიანამდე გაიზარდა. არსებული ინფორმაციით, ჩრდილოეთ იტალიაში დღეს კიდევ სამი ადამიანი დაიღუპა.
როგორც ადგილობრივი მედია იუწყება, სამივე გარდაცვლილი ხანშიშესული იყო. ისინი ლომბარდიის რეგიონში ცხოვრობდნენ.
30 იანვარს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.