ჩინეთში კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვი გაიზარდა. ბოლო 24 საათის განმავლობაში ფატალურმა ვირუსმა ქვეყანაში 52 ადამიანი იმსხვერპლა. გამოვლენილია ინფიცირების 406 ახალი შემთხვევა.
ჯამში კორონავირუსით ჩინეთში 2715 ადამიანია გარდაცვლილი, ინფიცირებულთა რაოდენობა კი 78064-ს აღწევს. გამოჯანმრთელდა 27 794 ადამიანი. ისინი საავადმყოფოებიდან უკვე გაწერეს.
30 იანვარს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.