აშშ-მა რუსეთს სანქციები ერთი წლით გაუხანგრძლივა

აშშ-მა რუსეთს სანქციები ერთი წლით გაუხანგრძლივა

აშშ-ს პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა უკრაინაში არსებული სიტუაციის გამო რუსეთისთვის დაწესებული სანქციების მოქმედება გაახანგრძლივა. შესაბამისი განცხადება თეთრმა სახლმა გაავრცელა.

ტრამპი მიიჩნევს, რომ „იმ პირების ქმედებები და პოლიტიკა, რომლებიც ძირს უთხრიან დემოკრატიულ პროცესებსა და ინსტიტუტებს უკრაინაში, საფრთხეს უქმნის უკრაინის უსაფრთხოებას, სტაბილურობას, სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობასდა ასევე რუსეთის მთავრობის ქმედებები და პოლიტიკა, მათ შორის ყირიმის ანექსია და უკრაინაში ძალის გამოყენება, კვლავ წარმოადგენს საფრთხეს აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოებისა და საგარეო პოლიტიკისთვის“.

რუსეთისთვის დაწესებული სანქციები ერთი წლით გახანგრძლივდა.

აშშ-მა რუსეთისთვის სანქციების დაწესება 2014 წელს უკრაინაში განვითარებული მოვლენებისა და ყირიმის ანექსიის შემდეგ დაიწყო.