აშშ-ში, კალიფორნიის შტატის ქალაქ სან-ფრანცისკოში კორონავირუსის გავრცელების საფრთხის გამო საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადაა. ამის შესახებ Reuters-ი წერს.
გამოცემის ცნობით, სან-ფრანცისკოში ამ დრომდე კორონავირუსის შემთხვევა არ გამოვლენილა. „გლობალური სურათი სწრაფად იცვლება, ამიტომ მზად უნდა ვიყოთ“, - განაცხადა ქალაქის მერმა, ლეონიდ ბრიდმა.
25 თებერვალს აშშ-ის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრმა ამერიკელები გააფრთხილა, რომ ქვეყანაში კორონავირუსის ეპიდემიის გავრცელებისთვის მოემზადონ.
აშშ-ში კორონავირუსის 57 შემთხვევა გამოვლინდა.
30 იანვარს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.