ოპოზიცია მოლაპარაკების მაგიდას არ უბრუნდება და რევოლუციურ სცენარზე მუშაობს

ოპოზიცია მოლაპარაკების მაგიდას არ უბრუნდება და რევოლუციურ სცენარზე მუშაობს

ოპოზიცია ხელისუფლების შეთავაზებაზე უარს აცხადებს. ამბობენ, რომ პროპორციული არჩევნების, პოლიტიკური დევნის შეწყვეტის და პოლიტპატიმრების გათავისუფლების გარეშე დიალოგი წარმოუდგენელია. ამავე დროს, ოპოზიციისთვის მიცემული ვადა იწურება. რაც იმას ნიშნავს, რომ მოლაპარაკების შანსი სულ უფრო მცირდება. საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის განცხადებით, გარკვეული დროის შემდეგ საარჩევნო კოდექსში ცვლილებების შეტანა ვერ მოხერხდება.

„რაც უფრო მეტი დრო გავა, მით უფრო მცირდება მოლაპარაკების შანსი, ჩვენ გარკვეული დროის შემდეგ ვეღარ შევძლებთ საარჩევნო კოდექსში ცვლილებებს და აქედან გამომდინარე, რადგან რამდენიმე დღე დარჩა, მე ვფიქრობ, ისინი ბოლოს პასუხისმგებლობას ვეღარ გაექცევიან და მოლაპარაკებებში შემოვლენ, მოლაპარაკებებში, რომელიც მხოლოდ და მხოლოდ ქვეყნის სასიკეთოდ უნდა მოქმედებდეს და არა რომელიმე პარტიის ინტერესებს ემსახურებოდეს“, - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

იმ შემთხვევაში, თუ ხელისუფლება უარს იტყვის მის მიერვე აღებული ვალდებულებების შესრულებაზე, ოპოზიციას პასუხი ამაზეც ექნება. „ნაციონალური მოძრაობის“ წევრის სალომე სამადაშვილის განცხადებით, შეუძლებელია მოლაპარაკებებზე საუბარი, როცა მძევლად აჰყავთ მაგიდიდან ადამიანები, რომლებიც მოლაპარაკებებს აწარმოებენ.

„ოპოზიციის მოთხოვნები ნათელია. აქ საუბარი არ შეიძლება იყოს რაიმე ტექნიკურ შეთანხმებაზე, თუ რამდენი მაჟორიტარი აირჩევა და შემდეგ რამდენი პროპორციული სიით შევა. საუბარი არის პრინციპზე, რომ ჩვენს ქვეყანაში დაცული იყოს დემოკრატიული არჩევანის უფლება და არჩევნებმა უზრუნველყოს ქართველი ხალხის ნების ასახვა იმ ხელისუფლებაში, რომელიც დაკომპლექტდება არჩევნების შედეგად. საუბარია ორ მოთხოვნაზე, ერთია - საარჩევნო სისტემის ცვლილება და მეორეა -პოლიტიკური დევნის და პოლიტიკური ნიშნით დაპატიმრებების საკითხი“, - აცხადებს სალომე სამადაშვილი.

გონივრული კომპრომისის შემთხვევაში მოლაპარაკების მაგიდას დაუბრუნდება „ევროპული საქართველო“. როგორც გიგა ბოკერია აცხადებს, საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით ოპოზიციამ მმართველ პარტიას რამდენიმე კომპრომისული ვარიანტი შესთავაზა. თუმცა, ბოკერიას თქმით, მმართველმა გუნდმა მოლაპარაკებები ჩაშალა და პოლიტიკური რეპრესიები გააგრძელა.

„ჩვენ რამდენიმე კომპრომისული წინადადება ვუთხარით. ბოლო წინადადება იყო, რომ ისეთი ბალანსი იყოს, 40 პროცენტზე არსებითად მეტი ჰქონდეს ნებისმიერ პირველ ადგილზე გასულ პარტიას, რათა უმრავლესობის შანსი ჰქონდეს. ეს წინადადება მიიღეს და ამის შემდეგ ჩაშალეს მოლაპარაკებები, თქვეს, რომ არაფერი გვაინტერესებსო და გააგრძელეს პოლიტიკური რეპრესიები, დაიჭირეს გიგი უგულავა.

არ მაქვს ჯერჯერობით ნიშნები, რომ გონს მოეგნენ. თუ გვექნება ეს ნიშნები, ძალიან კარგი. რა არის მოსალაპარაკებელი? ყველაფერი ცნობილია. ანუ, სწორად უნდა გავიგოთ - თუ რამე გადაწყვეტილება აქვთ, საჯაროდ ან არასაჯაროდ ამის შეტყობინების უამრავი გზა არსებობს და ახლა ჩაიციკლნენ, რომ ჩვენ მოლაპარაკებისთვის მზად ვართ, ამას ვინ ჭამს. მოლაპარაკებები რომ სდომოდათ, გონივრული კომპრომისის უამრავი შესაძლებლობა ჰქონდათ და რეპრესიები არ უნდა დაეწყოთ“, - აცხადებს გიგა ბოკერია.

„შენების მოძრაობის“ ლიდერის, დავით უსუფაშვილის განცხადებით, ყველაფერს გააკეთებენ იმისათვის, რათა საარჩევნო სისტემაზე გონივრული შეთანხმება შედგეს, თუმცა მისივე თქმით, ამისთვის ცოტა დროა დარჩენილი.

„ქვეყანა ჩიხში შევიდა 13 თუ 14 ნოემბერს, როდესაც პროპორციული სისტემა ჩავარდა. მას შემდეგ არის ჩიხიდან გამოსვლის მცდელობა. ამ მცდელობაში ოპოზიციური ძალები ვართ უფრო თანმიმდევრული, მონდომებული და მოწადინებული. მას შემდეგ, რაც ქვეყნის ჩიხიდან გამოყვანაში აქტიურად ჩაება საერთაშორისო თანამეგობრობა, გაჩნდა ჩიხიდან გამოსვლის გარკევული იმედები, მაგრამ ამისთვის დრო ცოტაა დარჩენილი.

დიალოგის პროცესში ჩვენ ვილაპარაკეთ ყველაფერზე, რაზეც ლაპარაკი შეიძლებოდა. სამი სხვადასხვა გამოსავალი შევთავაზეთ მათ წინადადებებზე. 100/50 როცა თქვეს, აქაც მივანიშნეთ ამ ნაბიჯის გადადგმა რა ბალანსით შეიძლებოდა, ანუ ეს არის ის ბალანსი, რომელიც 40 პროცენტზე ნაკლები მხარდაჭერის მქონე პარტიას არ მისცემს საშუალებას, იყოს ერთპიროვნულად ხელისუფლებაში. მარტივია ეს ფორმულა და აქ რიცხვებში არ არის საქმე, პრინციპშია საქმე. ეს ყველაფერი მათთვის ცნობილია“, - განაცხადა დავით უსუფაშვილმა.

კრიზისიდან გამოსვლისთვის „ლელოს“ ერთ-ერთი ლიდერის ბადრი ჯაფარიძის განცხადებით, აუცილებელია შეწყდეს პოლიტიკური დევნა და პოლიტპატიმრები გათავისუფლდნენ.

„დიალოგისთვის არის ელემენტარული წესი დასაცავი, ერთი მხარე არ უნდა იყენებდეს ძალისმიერ ინსტრუმენტებს მეორე მხარის ერთ-ერთი წამყვანი წევრის დასაკავებლად მოლაპარაკების პროცესში. ამან ჩაშალა მოლაპარაკებები. თუმცა, ჩვენი მეგობარი ქვეყნების დიპლომატები ძალისხმევას არ იშურებენ იმისთვის, რომ მაინც მოხდეს შეთანხმება, რომელიც უზრუნველყოფს საარჩევნო სისტემის სამართლიანობას და ქართველი ხალხის ნების ადეკვატურად ასახვას პარლამენტში და ჩვენ ამას, რა თქმა უნდა, მხარს ვუჭერთ. მოლაპარაკების და პოლიტიკური კრიზისიდან გამოსვლისთვის აუცილებელია შეწყდეს პოლიტიკური დევნა და გათავისუფლდნენ პოლიტიკური პატიმრები“, - ამბობს ბადრი ჯაფარიძე.

პარლამენტის ვიცე-სპიკერის, გია ვოლსკის განცხადებით, ოპოზიციას დესტრუქციული სცენარი აქვს, რის გამოც არ უბრუნდებიან მოლაპარაკების მაგიდას.

„ნეგატიურია ოპოზიციის განცხადებები, რომ არ დაუბრუნდებიან მოლაპარაკების მაგიდას და ისევ რევოლუციური სცენარით გააგრძელებენ ცხოვრებას. მეორე მხრივ, ეს გასაგებია - დესტრუქციული ძალაა, დესტრუქციულად უნდა იმოქმედოს და ასეთი დღის წესრიგი აქვთ. ამაში შესწორებას ვერ შევიტანთ და ვერც გაკვირვებას გამოვხატავთ.

აბსოლუტურად მოსალოდნელი იყო ეს გარემოება. მით უმეტეს, გიგი უგულავას დაკავების ფონზე, ამ ოპოზიციურ გაერთიანებაში არსებული წამყვანი პარტიები, რასაკვირველია, არ იქნებიან მომხრე, რომ მოლაპარაკებები აწარმოონ და სხვა პოლიტიკურ ინდივიდებსაც, რომლებიც მათზე არიან ჩამოკიდებული, მოუწოდებენ, რომ მათი პოზიცია გაიზიარონ. ეს ერთობის შენარჩუნების გარკვეული წინაპირობაა,“ - განაცხადა გია ვოლსკიმ.

პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარის, ირაკლი სესიაშვილის განცხადებით, ხელისუფლების ოპონენტები რევოლუციური მიზნებისკენ ცდილობენ სიტუაციის წაყვანას, რაც პირველ რიგში ქვეყნისთვის არის საზიანო.

„მმართველმა პარტიამ ოპოზიციას და საზოგადოებას შესთავაზა კომპრომისული ვერსია. სამწუხაროდ, მე ვხედავ რადიკალურ პოზიციებს, რომელიც არ არის ორიენტირებული იმ შედეგზე, რომ ქვეყანაში მშვიდობიანად, თავისუფალ რეჟიმში ჩატარდეს არჩევნები. ამიტომ მეჩვენება, რომ ჩვენი ოპონენტები რევოლუციური მიზნებისკენ ცდილობენ სიტუაციის წაყვანას, რაც პირველ რიგში ქვეყნისთვის არის საზიანო.

იმედი მაქვს, რომ ოპოზიციასთან ერთად მოხერხდება კომპრომისულ ვერსიაზე შეჯერება. რაც მთავარია, ყველამ უნდა გაიაზროს, რომ რევოლუციური მეთოდებით ქვეყანაში სიტუაციის არევა არავის გამოუვა. არჩევნებამდე რამდენიმე თვეა დარჩენილი და ცხადია, რომ ოპოზიცია შეეცდება საკუთარი ძალების მობილიზებას. ჩვენც ღირსეული კანდიდატები გვეყოლება და ცხადია, ორიენტირებულები ვართ გამარჯვებზე. ამისთვის ყველაფერს გავაკეთებთ“, - განაცხადა ირაკლი სესიაშვილმა.

 

Aburjga Tasmanieli ყველა დამნაშავე, პოლიტკრი თუ ეკონომიკური კრიმინალი თავშესაფარს ეძებს პოლიტიკურ საქმიანობაში, პარლამენტში, ე.წ. პოლიტიკურ პარტიაში. ამ უმსგავსო პროცესებს მხარს უჭერენ "ჩვენი სტეატეგიული მოკავშირეები", პირდაპირ და ირიბად, ფარული დაფინანსებებით. აივსო ქვეყანა მათ მიერ ნაყიდი მსტოვრებით. ჩვენი სუვერენიტეტიდან დარჩა მხოლოდ ატრიბუტიკა, ყველაფერი დანარჩენი არის ფიქცია! საზღვარი ჩვენ არ გვაქვს და მესაზღვრე. ჯარი? - ჯარი მხოლოდ ნატოს მისიების საზარბაზნე მასალაა.... მოკლედ ძალიან სავალალო პოლიტიკური მდგომარეობაა..
4 წლის უკან
Maverick ბატონო Aburjga Tasmaniel-ო და იუზერებო! არ მოგწყინდათ ამ ე.წ. პოლიტიკური პარტიების ტაკიმასხარაობა, ღლიცინი და ბოროტებები?!
დროა გონს მოვეგოთ, გამოვიდეთ და ეს არამზადების ბრბო ჩავაბაროთ წარსულს!
წინადადებით შემოვდივარ, შევქმნათ სახალხო პარლამენტი!
გვყავს ძველი და ახალი იუზერების საკმაოდ გამოცდილი და ქართულად მოაზროვნე ადამიანები, შევქმნათ დებულება, პროგრამა, შევხვდეთ ელექტორატს, ფინანსები მოვიძიოთ, დაველაპარაკოთ ბიზნესმენებს, ჩვენ ემიგრაციას, ხალხს, ვთხოვოთ გაიღონ შემოწირულობები, მოვახდინოთ მოზიდული სახსრების ღია და გამჭვირვალე ხარჯვა, ბოლოს და ბოლოს დადგა დრო ჩავანაცვლოთ ეს ლიბერასტები და შემოვიკრიბოთ თანამოაზრეები საქართველოს სახელით!
4 წლის უკან
Aburjga Tasmanieli ამინ, ამინ... მავერიკ!
4 წლის უკან
არაგველი641 ამინ, ამინ, ამინ
4 წლის უკან
trampi ადამ კინზინგერი კითხვაზე,"თუ ვერ იხილავენ პროგრესს პროპორციული სისტემის გარშემო, რა იქნება შემდეგი ნაბიჯი" - ვფიქრობ, რასაც გავაკეთებთ, ბევრისთვის მოულოდნელი იქნება


ხედააავთ სადამდე არიააან გათავხედებულებიიი???........
ეს ჯიშმიქინძული აქეთ გვემუქრება--იმუქრება კიდეც
...მანამდე პური არა ჭამოთ, მანამ ევროპა-- ნაცები დაბრუნდნენ ხელისუფლებაში.....
რუსები გვბატონობენო...........ეს მეფის ნაცვალიო ..... ისაო..ესაო
კი..... ეგ ყველაფერი მართალია, მაგრამ ესენი რაააა.......... იმათზე ნაკლებები არიაააან??--------უფრო უარესები, უფრო უარესები!!!!!
რუსებს ამათი დონის ჩათლახობების მოფიქრების ტრაკიც კი არ დონეც ჰქონდათ
ჰმმმმ.....მეგობრები....
.. ქუნემ ეგთი მეგობრები.....
4 წლის უკან
trampi მავერიკ

იცი........ამ საიტზე ბევრჯერ იყო ეგ იდეები გამოთქმული . ერთ დროს დაჟე ძააანაც მომწიფდა ეგ საქმე, მაგრამ
ფაააა.......ფუ
4 წლის უკან