"ჩეჩნური ანგარიშსწორების სიაში პირვე­ლი ედუარდ შევარდნაძეა"

ჩეჩნეთის რესპუბლიკა იჩქე­რიის მთავრობის წევრი, ის­ტორიკოსი, წარმოშობით ქის­ტი მათე ციხესაშვილი იმ ქარ­თველ მაღალჩინოსნებზე ალაპარაკდა, რომლებიც, მი­სი აზრით, ჩეჩნების წინაშე ჩადენილ დანაშაულებში არი­ან ეჭვმიტანილნი:

- ბატონო მათე, როგორ შეა­ფასებთ ბაჩანა ახალაიას დაპატიმრებას, რომელსაც თურმე მთელი ჩეჩენური დიასპორა ეძებდა საზღ­ვარგარეთ?
- ვფიქრობ, რომ შინაგან საქ­მეთა ყოფილი მინისტრი სა­ქართველოდან არც გასულა.­ახალაიამ ინტერვიუში ახსენა, რომ თითქოს დასასვენებლად იყო თურქეთ­ში, კერძოდ - ანტალიაში, რაც გამორიცხულია, ვინაიდან მას ყველგან ეძებდა საზღვარგარეთ მყოფი ჩეჩნური დიასპორა. ყველაზე დიდი დიასპორა კი თურქეთში გვყავს. ისინი გამორიცხავენ ახალაიას იქ ყოფნას, რადგან დიდ­საც და პატარასაც აქვს მასზე ინფორმაცია, რომ ჩახოცა ბიჭები და ყველა მას დაეძებდა.

- რატომ ეძებდნენ ბაჩო ახალაიას, ჯერ ხომ არ დამტკიცებულა მისი ბრალი - არც გამოძიება ჩატარებულა და არც ჩეჩნურ კომისიას დაუ­დასტურებია ეს?
- ლაფანყურის სპეცოპერაციაში ჩართული იყო შსს-ს ქვედანაყოფი, ბაჩო ახა­ლაია კი შს მინისტრი იყო, ამიტომაც ეკისრება მას პასუხისმგებლობა. ახალა­იას ბრძანების გარეშე ბიჭებს არავინ ჩახოცავდა. ჩვენთვის ყველაზე დიდი ტკივილი მათი ღალატით ჩახოცვაა. ასეთი რამის პატიება კი შეუძლებელია, განსაკუთრებით - მთიელებში. ჩვენ გვაქვს ყველა ინფორმაცია, რაც ხდებო­და საქართველოში. მაგალითად, გიორგი ბარამიძემ ვენაში განაცხადა, საქარ­თველო მზად არის, დაეხმაროს რუსეთს კავკასიელების, კერძოდ კი, კავკა­სიის იმირატის წინააღმდეგ ბრძოლაშიო. როცა მთავრობის წარმომადგენელი მაღალი ტრიბუნიდან ამბობს ასეთ რამეს, ეს არის სახელმწიფოს პოზიცია. ა­სე რომ, ბარამიძეც ჩეჩნური ანგარიშსწორების სიაშია.

- კიდევ ვინ გყავთ მაგ სია­ში?
- სიაში ნომერ პირველი შე­ვარდნაძეა, რომელსაც ყვე­ლაზე დიდი დანაშაული აქვს ჩადენილი არა მარტო სა­ქართველოს, არამედ კავკასი­ელების წინაშეც. შევარდნა­ძე რომ არა, იმ გეგმის მიხედ­ვით, რომელიც ზვიად გამსა­ხურდიასა და ჯოხარ დუდა­ევს ჰქონდათ შემუშავებუ­ლი, დღეს ჩეჩნეთი თავისუ­ფალი იქნებოდა. ის იწონებ­და რუსეთის აგრესიას ჩეჩ­ნეთში და იქ ომის დაწყებას მხარს უჭერდა. ლაპარაკი იყო იმაზე, შეგვეყვანა თუ არა სიაში თენგიზ კიტოვანი. მან თქვა ასეთი რამ: თუ ჩეჩნეთი არ გადმომ­ცემს გამსახურდიას, მე შევდივარ პანკისის ხეობაში და ყველას ტყვედ ავიყ­ვანო. ჩვენ გროზნოდან შევუთვალეთ: შედი, თუ ასეთი ვაჟკაცი ხარ-თქო, მაგრამ არ შევიდა. ამიტომაც არ შეუყვანიათ კიტოვანი ჩეჩნებს დასასჯელ­თა სიაში. დასასჯელთა სიაშია ახმეტელი გია ლორთქიფანიძეც.

- ითქვა, რომ კავკასიელი ბიჭები გადაჰყავდათ ჩეჩნეთში და მათ საზღვარზე სპეცოპერაცია უნდა ჩაეტარებინათ, მაგრამ ხელისუფლე­ბამ მოსკოვიდან მიიღო სიგნალი და უკან დაიხიაო.
- რაც შეეხება რუსეთში გადასვლა-გადმოსვლას, ის ბიჭები ამაზე წამსვლე­ლები არ იყვნენ, ვინაიდან იცოდნენ, რომ კავკასიის ქედის გადალახვა შეუძ­ლებელია. არ ვიცი... საკითხი ასე დგას - ბიჭები ღალატით არიან მოკლულნი და მეორეც, ჩვენი ადათიდან გამომდინარე, ადამიანი არ შეიძლება მოკლა ძი­ლის, ჭამის და მაპატიეთ, საპირფარეშოში ყოფნის დროს. ეს არაკაცობაა და ასეთი ქმედება არავის ეპატიება. ასეთი დიდი ოპერაცია სააკაშვილის გარეშე არ ჩატარდებოდა, ის არის პრეზიდენტი და იღებს გადაწყვეტილებას. დასად­გენია, სააკაშვილმა ბრძანა თუ არა ცეცხლის გახსნა. ისეც ხომ შეიძლება, რა­ღაც საკითხებში შს მინისტრი დამოუკიდებლად იღებდეს გადაწყვეტილე­ბას? ასე რომ, სააკაშვილზე შურისძიების მიზეზი ჯერ არ გვაქვს.

- ზაკაევის კომისიას ხომ არა აქვს ახალი ინფორმაცია?
- კომისიას ჯერ არავითარი ინფორმაცია არა აქვს. ვერ ხერხდება იმ ექვსი ბი­ჭის ადგილსამყოფელის დადგენა, რომელთა კვალიც დაიკარგა. არსებობს ვერსია, რომ ისინი საზღვარგარეთ გაიყვანეს, კერძოდ - თურქეთში. თუმცა, კომისიამ ჯერ ვერ დაადგინა, ისინი ცოცხლები არიან თუ არა.

- ამბობენ, ჩეჩნებმა შეუთ­ვალეს ახალაიას, ციხეშიც მოგწვდებითო...
- ახალაია ევროპაში რომ ჩა­მოსულიყო, აქედან ვერ გააღ­წევდა. ციხეში თუა, იჯდეს, მაგრამ ჩვენთვის მთავარია სიმართლის დადგენა - რა მოხდა ლაფანყურში. გააჩნი­ა, როგორ წარიმართება სასა­მართლო. ჩვენს ერებს შო­რის მეგობრობა დღეს არ დაწყებულა, საუკუნეები­დან მოდის და ასეც გაგ­რძელდება. კარგი იყო, ეს არ მომხდარიყო, მაგრამ რადგან მოხდა, ახლა მთავარია, ეს სპეცოპერაცია ისევე საიდუმ­ლოდ არ დარჩეს, როგორც კა­ტინში მომხდარი ტრაგედია. ბიძინა ივანიშვილმა თელავ­სა და ახმეტაში განაცხადა, ეს საქმე სამართლიანად იქნება გამოძიებული და ყველაფერი დადგინდებაო. ერთადერთი იმედი და გარანტი იმისა, რომ ამ საქმეს ობიექტურად გამოიძიებენ და ბოლომდე მიიყვანენ, არის პრემიერ-მი­ნისტრი ივანიშვილი. გასარკვევია, ვინ გასცა ბრძანება და ვინ დახოცა ბიჭე­ბი. ისე, ახალაიასთვის ციხე უსაფრთხო ადგილია, რადგან იქ სისხლის აღება შეუძლებელია. ჩეჩნები ახლა მისი ძმის აყვანით უფრო არიან დაინტერესე­ბულნი. დათა ახალაია ვალდებულია, ძმის ნაცვლად აგოს პასუხი. დღეს გვა­რი ახალაია ყველა კავკასიელს პირზე აკერია - ჩეჩნებს, ინგუშებს, ყაბარდო-­ბალყარელებს...

- ძმამ როგორ უნდა აგოს პასუხი? დავუშვათ, რომ ისიც დააპატიმრეს - მას უახლოეს ხანში წაუყენებენ ბრალს.
- საჭიროა, როგორც ტყვე, ისე აიყვანონ, ვიდრე ყველაფერი არ გაირკვევა და როლანდ ახალაია არ გვეტყვის, რას ფიქრობს ამ ყველაფერზე.

- როლანდ ახალაიას აყვანასაც ხომ არ აპირებენ?
- ახალაიების მამა არის ხნიერი და უფროს ადამიანებთან საქმე არ გვაქვს. ჩეჩნური ადათით, თუ არავინ არის ისეთი, სისხლი რომ აიღო, მხოლოდ ამ შემთხვევაში მიდგება ჯერი მამაზე. სამიზნეს თუ პატარა შვილები ჰყავს, ჩეჩნები არც მათ ახლებენ ხელს, შვილები სრულწლოვანები უნდა იყონ, არც ცოლს ემუქრება საფრთხე... სამაგიეროს გადახდა მამაზე მხოლოდ უკიდუ­რეს შემთხვევაში ხდება.

- თუმცა კავკასიელ ხალხთა კონფედერაციის თავმჯდომარე ზაალ კას­რელიშვილმა თქვა, ჯიჰადი და წამებით სიკვდილის განაჩენი არა მხო­ლოდ ბაჩო ახალაიას და ზურაბ ადეიშვილის, არამედ მათი ოჯახის წევრების მიმართაც არის გამოტანილიო.
- ჯიჰადი არის იგივე ბრძოლა, ომი, როცა ცდილობ, შენი გაიტანო. კავკასიის იმირატის ადათობრივი სამართლიდან გამომდინარე მიღებული დადგენილე­ბით, სიკვდილის განაჩენი არ გამოვა მანამ, სანამ ყველაფერი არ დადგინდე­ბა. ჯიჰადი, შარიათი და სხვები საქართველოში რაღაც სისტემად მიაჩნიათ. ეს არის იგივე სისხლის სამართლის კოდექსი თავისი კანონებით. მასში წამე­ბით მკვლელობაზე არ არის ლაპარაკი. როცა ადამიანი იტყვის ყველაფერს, რაც მოხდა, ამის შემდეგ სხდომა მიიღებს გადაწყვეტილებას.

- ბატონო მათე, კარგა ხა­ნია ევროპაში ცხოვრობთ და რას ფიქრობთ სის­ხლის აღების წესზე, რო­მელზეც არაერთმა ხალ­ხმა უარი თქვა?
- ეს წესი ადათობრივი სამარ­თლიდან გამომდინარეობს, ჩვენმა მამა-პაპამ შემოინახა და ამას დღეს ვერ შევ­ცვლით. სისხლის აღების წე­სი კავკასიელების გადარჩე­ნის ერთ-ერთი მექანიზმი იყო.

- ხშირად იხსენებენ ჩეჩენი მებრძოლების მონაწილეობას აფხაზეთის ომში და იმასაც, რაც ლესელიძის სტადიონზე მოხდა...
- იმ პერიოდში ზვიად გამსახურდია გროზნოში იმყოფებოდა და ჩვენ მისი დავალებით ვიყავით იქ ჩასული ვიცე-პრეზიდენტ იანდარბიევის მეთაურო­ბით. ინფორმაცია, რომ ლესელიძის სტადიონზე ჩეჩნებმა ქართველებს თავე­ბი დააჭრეს და ფეხბურთს თამაშობდნენ, სიცრუეა. ჩვენ სტადიონზე გავიყ­ვანეთ ადგილობრივი მოსახლეობა, ტელევიზია, გაზეთ "საქართველოს რეს­პუბლიკის" ჟურნალისტები და ვუთხარით, სადაც იტყვით, ის ადგილი გავ­თხაროთ, გამოიყვანეთ ახლო-მახლო მცხოვრები ხალხი და ვკითხოთ, მოხდა თუ არა იქ ასეთი რამ-თქო. არც ერთმა ეს არ დაადასტურა. ეს ინფორმაცია გა­ავრცელა შევარდნაძემ, რაკი გამსახურდია გროზნოში იჯდა. პუტინმა რომ თქვა, ცხინვალში ქართველებმა დაწვეს 8 ოსი და მერე ტანკები გადაატარეს ზედო, მართალი იყო? აფხაზეთში 82 ჩეჩენი იბრძოდა და ამდენმა კაცმა დაა­მარცხა საქართველოს შეიარაღებული ძალები?!