გასული დღე-ღამის განმავლობაში დონბასში ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება 5-ჯერ დაირღვა, ამის შესახებ ინფორმაციას გაერთიანებულ ძალათა საოპერაციო შტაბის პრესცენტრი ავრცელებს.
უკანონო შეიერაღებულმა ფორმირებებმა ცეცხლი შტაბის ტერიტორიის მიმართულებით გახსნეს. კონფლიქტი უკრაინის აღმოსავლეთით 18 თებერვალს განახლდა, როცა პრორუსულმა ძალებმა უკრაინელებს ცეცხლი გაუხსნეს. მაშინ 1 დაიღუპა, 4 კი დაშავდა. ცეცხლის შეწყვეტისკენ მხარეებს ევროკავშირმა, ნატომ, ეუთომ და გაერომ მოუწოდეს.