ძველებური ნამცხვარი მარწყვით - რეცეპტი, რომელიც ინტერნეტჰიტად იქცა

ძველებური ნამცხვარი მარწყვით - რეცეპტი, რომელიც ინტერნეტჰიტად იქცა

ინგრედიენტები

კვერცხი - 4 ცალი

შაქარი - 200გრ+ 2 ს.კ

გამდნარი კარაქი - 250 გ

სოდა - 1/2 ჩ.კ

ფქვილი - 4 ჭიქა

დაჭრილი ნიგოზი - 1 ჩ/ჭ

მარწყვის ჯემი ან მურაბა - 5-6 ს.კ

მომზადების წესები

კვერცხის გულები და 200გრ შაქარი გავთქვიფოთ, დავამატოთ ფქვილი და სოდა, ავურიოთ, დავამატოთ კარაქი და ამ მასით გავაკეთოთ ცომი.

გავყოთ ორ ნაწილად და შევდოთ მაცივარში 1 საათი.

ცილებისგან მწიკვ მარილთან ერთად გავაკეთოთ ბეზე, დავამატოთ 2 ს.კ შაქარი. ბეზე არ უნდა იყოს ძალიან ტკბილი, რადგან ამ სიტკბოს დანაკლისს შეავსებს ჯემი.ბეზეს ჯემთან ერთად ვანილი და ნიგოზიც შევურიოთ

გაცივებული ცომის ერთი ნაწილი დავხეხოთ მსხვილი სახეხით ფქვილმოყრილ ფორმაზე და კარგად გავანაწილოთ მთლიან ზედაპირზე. დავასხათ ბეზე, ზემოდან კი ცომის მეორე ნაწილი მოვახეხოთ.

ვაცხოთ 180 გრადუსზე გახურებულ ღუმელში დაახლოებით 30-40 წუთი, სანამ ოქროსფერი არ გახდება.

თავზე მოვაყაროთ შაქრის პუდრა.

საცხობი ფორმას აუცილებლად უნდა ჰქონდეს უფრო მაღალი გვერდები, ვიდრე ნამცხვრის სიმაღლეა, რადგან გაცხელებისას ცომი შეიძლება გადმოვიდეს ფორმიდან. ასევე გაითვალისწინეთ რომ ფორმა შეესაბამებოდეს ცომის რაოდენობას, რადგან დიდ ფორმაში ნამცხვარი გბრტყელდება და ფორმას დაკარგავს. ცომის ეს რაოდენობა შეესაბამება დაახლოებით 34#25 სმ ოთხკუთხა ან 26 სმ დიამეტრის მრგვალ სახცობ ფორმებს.