იტალიაში, ქალაქ კრემონაში კორონავირუსით მესამე ადამიანი გარდაიცვალა. ამის შესახებ იტალიური მედია იტყობინება. გარდაცვლილს ონკოლოგიური დაავადება ჰქონდა და კრემონას საავადმყოფოში მკურნალობდა.
ბოლო ინფორმაციით, იტალიაში კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვი 137-მდე გაიზარდა. ლომბარდიისა და ვენეტოს რეგიონებში გაუქმდა სასწავლო პროცესი, გადაიდო ყველა სპორტული ღონისძიება, მათ შორის ფეხბურთში იტალიის ჩემპიონატის სამი მატჩი. იტალიაში გასული 24 საათის განმავლობაში კორონავირუსით 2 ადამიანი გარდაიცვალა.
ბოლო მონაცემებით, ჩინეთის საზღვრებს გარეთ, 30 სახელმწიფოში უკვე კორონავირუსით დაინფიცირების 1 500-ზე მეტი შემთხვევა დაფიქსირდა, დაღუპულთა რაოდენობამ კი 19-ს მიაღწია. 30 იანვარს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა.