პირველად, 2017 წლის იანვრის შემდეგ, აშშ-ს პრეზიდენტს, დონალდ ტრამპს მოწონების რეიტინგის დადებითი ბალანსი აქვს. ამის შესახებ The Guardian-ი ავტორიტეტული ორგანიზაცია Gallup-ის მიერ ჩატარებულ გამოკითხვაზე დაყრდნობით წერს.
გამოცემის ინფორმაციით, ტრამპის მოწონების რეიტინგი 49%-ს შეადგენს, ხოლო მის საქმიანობას უარყოფითად 48% აფასებს. ამგვარად ტრამპის საქმიანობას, რომელმაც იმპიჩმენტის პროცედურა გამოიარა, დადებითად საშუალოდ 43.3% აფასებს, მისი საქმიანობით უკმაყოფილო კი 52.2%-ია.
ანალიტიკოსები აღნიშნავენ, რომ პრეზიდენტები, რომელთა მოწონების რეიტინგი 45%-ზე დაბალია, როგორც წესი, მეორე ვადით არჩევნებს აგებენ. ხოლო მათ, ვისი რეიტინგიც 46-54%-ის მონაკვეთშია კონკურენტთან რთული ბრძოლა ელით.
საპრეზიდენტო არჩევნები აშშ-ში 3 ნოემბერს გაიმართება.