ქუვეითში კორონავირუსით დაინფიცირების პირველი სამი შემთხვევა გამოვლინდა. ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო KUNA ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს.
არსებული ინფორმაციით, სამივე დაინფიცირებული პირი ქვეყანაში ირანის ქალაქ მეშჰედიდან ჩავიდა, სადაც კორონავირუსის ეპიდემია იყო დაფიქსირებული. სამივე პაციენტი სამედიცინო დაკვირვების ქვეშ იმყოფება.
ბოლო მონაცემებით, ჩინეთში კორონავირუსით გარდაცვლილთა საერთო რაოდენობამ 2 619-ს მიაღწია, ინფიცირების დადასტურებული შემთხვევების რაოდენობა კი 77 403-მდე გაიზარდა. ამასთან ერთად, ჩინეთის საზღვრებს გარეთ, 30 სახელმწიფოში უკვე 1 500-ზე მეტი შემთხვევა დადასტურდა, დაღუპულთა რაოდენობამ კი 27-ს მიაღწია.
30 იანვარს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.