ჩინეთში 195 ადამიანს კორონავირუსი განმეორებით დაუდგინდა

ჩინეთში 195 ადამიანს კორონავირუსი განმეორებით დაუდგინდა

ჩინეთის ქალაქ უხანში კორონავირუსით განმეორებით დაინფიცირების 195 შემთხვევა დაფიქსირდა. ინფორმაციას ამის შესახებ ჩინეთის ჯანდაცვის ეროვნული კომისია ავრცელებს.

ბოლო მონაცემებით, ჩინეთში კორონავირუსით გარდაცვლილთა საერთო რაოდენობამ 2 619-ს მიაღწია, ინფიცირების დადასტურებული შემთხვევების რაოდენობა კი 77 403-მდე გაიზარდა. ამასთან ერთად, ჩინეთის საზღვრებს გარეთ, 30 სახელმწიფოში უკვე 1 500-ზე მეტი შემთხვევა დადასტურდა, დაღუპულთა რაოდენობამ კი 27-ს მიაღწია.

30 იანვარს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით

 

.