პარიზში ყვითელჟილეტიანების ლიდერი ერიკ დრუე დააკავეს

პარიზში ყვითელჟილეტიანების ლიდერი ერიკ დრუე დააკავეს

მოძრაობა „ყვითელი ჟილეტების“ დამფუძნებელი და ლიდერი ერიკ დრუე დღეს საფრანგეთის დედაქალაქში დააკავეს. ინფორმაციას ტელეარხი BFMTV ავრცელებს.

ინციდენტი საგამოფენო ცენტრ პორტ-დე-ვერსალში მოხდა, სადაც საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი მივიდა.

ელისეის სასახლეში ჟურნალისტებს უთხრეს, რომ როცა საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი  საგამოფენო ცენტრ პორტ-დე-ვერსალში მივიდა „ყვითელი ჟილეტების“ იდეოლოგი სტენდთან იდგა. პრეზიდენტის დაცვამ მას ადგილის დატოვება მოსთხოვა. ერიკ დრუე დაცვას არ დაემორჩილა. ის საგამოფენო ცენტრიდან გაიყვანეს, რის შემდეგაც პოლიციამ დააკავა.

„ყვითელი ჟილეტების“ ლიდერი არასანქცირებულ მიტინგს გეგმავდა. საფრანგეთის კანონმდებლობით კი ქვეყანაში არასანქცირებული მიტინგების გამართვა დაუშვებელია.

ყვითელი ჟილეტების“ მოძრაობის საპროტესტო აქციები საფრანგეთში 2018 წლის 17 ნოემბერს დაიწყო, როდესაც მოსახლეობამ საავტომობილო საწვავის ფასების ზრდა გააპროტესტა.

პარიზის პოლიციამ „ყვითელი ჟილეტების“ მანიფესტაციების ჩატარება 2019 წლის 16 ნოემბერს აკრძალა. ქალაქის პრეფექტურის განცხადებით ამის მიზეზია სასტიკი შეტაკებები სამართალდამცველებთან. ინფორმაცია გადაწყვეტილების შესახებ პრეფექტმა Twitter-ზე გაავრცელა.