ინგრედიენტები
კარტოფილი - საშუალო ზომის, 6 ცალი
გახეხილი ყველი - 100 გ
ნიორი - 2-3 კბილი
მაიონეზი - 3-4 ს/კ
კვერცხი - 2 ცალი
კამა - 1 კონა
მარილი და პილპილი
მომზადების წესი:
ყველი და ნიორი გახეხეთ წვრილ სახეხზე. გახეხილი ყველი გაყავით ორ ნაწილად: ერთ ნაწილს შეურიეთ კვერცხი და წვრილად დაჭრილი კამა (ეს კარტოფილის ზედა ფენა იქნება). მეორე ნაწილს დაუმატეთ მეორე კვერცხი, დაჭყლეტილი ნიორი და მაიონეზი.
კარტოფილი გახეხეთ მსხვილ სახეხზე და დაუმატეთ გახეხილი ყველის ნივრიანი მასა.
მოაყარეთ მარილი და პილპილი. გამოსაცხობ ფორმას წაუსვით ცხიმი და გადაიტანეთ კარტოფილის მასა, მოასწორეთ და ზემოდან დაადეთ გახეხილი ყველის კამიანი მასა.
შედგით 180 გრადუსზე გახურებულ ღუმელში და აცხვეთ 40 წუთი.
კერძი შეგიძლიათ გაამრავალფეროვნოთ ხორცის ფარშით ან სოკოთი.