ლიმონათზე მომზადებული ბისკვიტი გამოდის საოცრად ნაზი, ჰაეროვანი და ფაფუკი.
ინგრედიენტები
კვერცხი - 4 ცალი
შაქარი - 1,5 ჭიქა
ვანილის შაქარი - 1 შეკვრა
ლიმონათი - ნებისმიერი არომატით, 1 ჭიქა
ზეთი - 1 ჭიქა
ფქვილი - 3 ჭიქა
გამაფხვიერებელი - 10 გ
მომზადების წესები
ამ ბისკვიტის მთავარი საიდუმლო – ლიმონათია. ის აუცილებლად გაზიანი უნდა იყოს.
კვერცხი, შაქარი, ვანილის შაქარი ათქვიფეთ მიქსერით, ისე რომ არ შეაჩეროთ თქვეფა, დაუმატეთ ზეთი და ლიმონათი. ნელ-ნელა ჩააყარეთ ფქვილი და გამაფხვიერებელი და კვლავ კარგად ათქვიფეთ. ცომი არაჟნის სისქის უნდა მიიღოთ.
ჩაასხით მიღებული ცომი ტორტის ცხიმწასმულ და ფქვილმოყრილ ფორმაში და შედგით 180 გრადუსზე გახურებულ ღუმელში. აცხვეთ 25-30 წუთი. ფორმა საკმაოდ ღრმა უნდა იყოს, რადგან ბისკვიტი საკმაოდ დიდზე ამოდის..
როცა ბისკვიტი გამოცხვება, გააჩერეთ ჩამქვრალ ღუმელში კიდევ 20 წუთი. შემდეგ ცოტა გააგრილეთ და ისე გადმოიღეთ ფრთხილად ფორმიდან.
რჩევა: საოცარი არომატიც ექნება ტორტს, თუ ლიმონათი იქნება ნაღების.