კაცი, რომელმაც გერმანიის ქალაქ ჰანაუში 8 ადამიანი მოკლა, თავის საცხოვრებელ სახლთან გარდაცვლილი იპოვეს. ინფორმაციას ადგილობრივი პოლიცია ავრცელებს.
სამართალდამცველების ცნობით, მასთან ერთად ადგილზე კიდევ ერთი ადამიანის ცხედარი აღმოაჩინეს. პოლიციის ინფორმაციით, ჯერჯერობით თავდასხმაში სხვა პირების მონაწილეობა არ დასტურდება. თავდამსხმელი სავარაუდოდ მარტო მოქმედებდა. მისი ვინაობა არ სახელდება.
თავდასხმა ჰანაუში 2 სხვადასხვა ლოკაციაზე მდებარე ბარებში განხორციელდა. სროლას 8 ადამიანი ემსხვერპლა, 5 კი დაშავდა. დაღუპულთა უმეტესობა, სავარაუდოდ, ეთნიკური ქურთია.