კარტოფილი პესტოს სოუსით და გახეხილი ყველით

კარტოფილი პესტოს სოუსით და გახეხილი ყველით

თუ მოგბეზრდათ ჩვეულებრივად შემწვარი კარტოფილი, გამოიყენეთ განსხვავებული ინგრედიენტები მის მოსამზადებლად და თქვენ ფანტასტიურ კერძს მიიღებთ.

ინგრედიენტები

კარტოფილი - 900 გ

პესტოს სოუსი - 2 ს/კ

მარილი და პილპილი

ყველი (მაგარი სახეობის) - გახეხილი, 3 ს/კ

ზეთი

მომზადების წესები

გაახურეთ ღუმელი 200 გრადუსზე.

ღრმა ჯამში აურიეთ კუბიკებად დაჭრილი კარტოფილი და პესტოს სოუსი.

გადაიტანეთ კარტოფილი ცხიმწასმულ ფირფიტაზე, მოაყარეთ მარილი და პილპილი.

აცხვეთ 20 წუთი.

შემდეგ მოაყარეთ გახეხილი ყველი და კვლავ შეაბრუნეთ ღუმელში 10-15 წუთით.