ვენესუელის მოქმედი პრეზიდენტი ხუან გუაიდო რუსულ ნავთობკომპანია „როსნეფტს“ მოუწოდებს, მხარი არ დაუჭიროს ნიკოლას მადუროს დიქტატურას. ამის შესახებ ხუან გუაიდომ ეროვნულ ასამბლეაში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
„კომპანია „როსნეფტი“ არ დატოვებს ვენესუელას. ჩვენ გვსურს, რომ მათ მონაწილეობა მიიღონ ვენესუელის გათავისუფლებაში და არა მადუროს დიქტატურის მხარდაჭერაში“, - განაცხადა ხუან გუაიდომ.
მან ასევე აღნიშნა, რომ ქვეყანას სჭირდება უცხოური ინვესტიციები ნავთობის მოპოვების გასაზრდელად.
დღეს აშშ-მა რუსული ნავთობკომპანიის „როსნეფტის“ შვილობილ კომპანიას Rosneft Trading, S.A-ს და მის პრეზიდენტ, დიდიე კასიმიროსს სანქციები დაუწესა. როგორც აშშ-ის სახაზინო დეპარტამენტში აღნიშნეს, სანქციების დაწესება ვენესუელიდან ნავთობის რეალიზაციას უკავშირდება.