ბოლო მონაცემებით კორონავირუსმა ჩინეთში კიდევ 136 ადამიანი იმსხვერპლა და გარდაცვლილთა რაოდენობა 2011-მდე გაიზარდა, ვირუსით დაინფიცირების დადასტურებული შემთხვევები 75 215 აჭარბებს.
ჩინეთის ჯანდაცვის ეროვნული სამსახურის ცნობით, ჰუბეის პროვინციაში პაციენტთა სამედიცინო ისტორიებს შეამოწმებენ და ტესტს ჩაუტარებენ ყველას, ვისაც 20 იანვრის შემდეგ სიცხე ან ხველა ჰქონდა, ან სიცხისა და ხველის საწინააღმდეგო მედიკამენტი შეიძინეს.
ჩინეთის ხელისუფლება ამტკიცებს, რომ ვირუსის ახალმა შემთხვევებმა საგრძნობლად იკლო, თუმცა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ცნობით, კლების მიუხედავად, ჯერჯერობით ნაადრევია იმის პროგნოზირება, თუ როგორ განვითარდება ეპიდემიასთან დაკავშირებული მოვლენები მომავალში.
30 იანვარს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.