სამხრეთ კორეის ყოფილ პრეზიდენტს პატიმრობის ვადა 17 წლამდე გაეზარდა

სამხრეთ კორეის ყოფილ პრეზიდენტს პატიმრობის ვადა 17 წლამდე გაეზარდა

სეულის სააპელაციო სასამართლომ სამხრეთ კორეის ყოფილ პრეზიდენტს ლი მიონ ბაკს თავისუფლების აღკვეთის განაჩენი 17-წლამდე გაუზარდა. ამის შესახებ ინფორმაციას გამოცემა The Korea Herald ავრცელებს.

სამხრეთ კორეის ყოფილ პრეზიდენტს ბრალი ედებოდა თანხების მითვისებაში და დიდი ოდენობით ქრთამის აღებაში. გარდა ამისა, სააპელაციო სასამართლომ სამხრეთ კორეის ყოფილ პრეზიდენტს 15,7 მილიონი დოლარის ჯარიმის გადახდა დააკისრა.

პროკურატურამ მას ბრალი წაუყენა კომპანია DAS-ის თანხების მითვისებაში, რომელიც ყველაზე მსხვილი აქციონერი იყო. ლი მიონ ბაკს ასევე ბრალი ედებოდა პრეზიდენტობის დროს Samsung Electronics-სგან ქრთამის აღებაში. 2018 წლის 5 ოქტომბერს სეულის სასამართლომ მას 15 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა, თუმცა 2019 წლის მარტში ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო ის ციხიდან გირაოთი გაუშვეს. აღსანიშნავია, რომ სააპელაციო სასამართლოს დღევანდელი გადაწყვეტილების გამოცხადების შემდეგ ლი მიონ ბაკი სასამართლოს დარბაზში დააკავეს.