სოკო პამიდვრითა და სულგუნით

სოკო პამიდვრითა და სულგუნით

ინგრედიენტები

ხის სოკო - 250 გ

ხახვი - 2 თავი

პამიდორი - 1 ცალი, მოზრდილი

კვერცხი - 2 ცალი

ქინძი და რეჰანი - 1 კონა

სულგუნი - 4-5 ნაჭერი

ზეთი

მარილი და წიწაკა - გემოვნებით

მომზადების წესები

ხის სოკო ხელით დავაქცუმაცოთ, ხახვი მსხვილად დავჭრათ და ერთად მოვშუშოთ ზეთში. დავუმატოთ პამიდორი, დავუწიოთ ცეცხლს და თავდახურული ვშუშოთ, სანამ პამიდორი დარბილდება, შემდეგ დავაყაროთ დაჭრილი მწვანილი, მარილი, წიწაკა და მოვასხათ გათქვეფილი კვერცხი. კერძს რამდენჯერმე ამოვურიოთ და ცეცხლგამძლე ფორმაში გადავიტანოთ.

სოკოს ზემოდან დავაწყოთ სულგუნის ნაჭრები და 5-10 წუთით გახურებულ ღუმელში შევდგათ, სანამ სულგუნი გადნება.