ინგრედიენტები
ქამა სოკო - 9-10 ცალი
ხახვი - 1-2 ცალი
კარაქი - 20 გ
მარილი და პილპილი - გემოვნებით
ოხრახუში - 0,5 კონა
არაჟანი - 2 ს/კ
ღორის ხორცის ფარში - 150 გ
კვერცხი - 1 ცალი
ზეთი - გემოვნებით
მაგარი სახეობის ყველი - 100 გ
მომზადების წესები
აიღეთ მოზრდილი ქამა სოკო, მოაცალეთ ფეხი, ქუდები გარეცხეთ, შეამშრალეთ და შიდა მხრიდან მოაყარეთ მარილი.
გარეცხეთ და დაჭერით წმინდად სოკოს ფეხები. ასევე წმინდად დაჭერით გარეცხილი ხახვი. შეწვით ქუდები კარაქსა და ზეთში 1 წუთის განმავლობაში.
შემდეგ მოხრაკეთ იგივე ცხიმში დაჭრილი ხახვი და სოკოს ფეხები. გარეცხეთ, გააშრეთ და წმინდად დაჭერით მწვანილი.
ღრმა ჯამში აურიეთ ფარში, მოხრაკული ხახვი და სოკოს ფეხები, მწვანილი და კვერცხი, დაუმატეთ მარილი და დაფქული პილპილი გემოვნებით და კარგად აურიეთ.
მიღებული ფარშით გაავსეთ სოკოს ქუდები, მოაყარეთ გახეხილი ყველი, გაუკეთეთ ზემოდან არაჟნის ბადე და მოათავსეთ 180 გრადუსზე გახურებულ ღუმელში 25 წუთით.