უხანის საავადმყოფოს მთავარი ექიმი კორონავირუსს ემსხვერპლა

უხანის საავადმყოფოს მთავარი ექიმი კორონავირუსს ემსხვერპლა

ჩინეთის ქალაქ უხანში, „უჩანის“ საავადმყოფოს მთავარი ექიმი კორონავირუსის გამო გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაციას Guardian-ი ავრცელებს.

ლიუ ჩჟიმინი სამედიცინო დაწესებულების პირველი ხელმძღვანელია, რომელიც კორონავირუსის გამო გარდაიცვალა.

ინფორმაცია მისი გარდაცვალების შესახებ ჯერ სოციალურ ქსელში გაჩნდა. თუმცა, შემდეგ შესაბამისი პოსტი წაშალეს. სამშაბათ დილას კი ჟურნალისტები მის მეუღლეს დაუკავშირდნენ, რომელმაც განაცხადა, რომ ის ჯერ კიდევ ცოცხალია, თუმცა ადგილობრივი დროით 10:30 საათზე ის გარდაიცვალა.

ბოლო მონაცემებით, ჩინეთში კორონავირუსით დაღუპულთა რიცხვი 1868-მდე გაიზარდა.

30 იანვარს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.